Wednesday, January 8, 2014

ახლა.

რაღაცები იცვლება და მგონი ამ რაღაცებთან ერთად მეც ვიცვლები.. ვაღიარებ, რომ კმაყოფილი ვარ ამით და საკუთარი თავითაც! არ მიყვარს ეს "მიჩვევა-გადაჩვევა" მაგრამ ყველას მაინც გვიწევს ამის გაკეთება ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტჯერ!
შეიცვალა რაღაცები, ვიღაცები.. ადამიანებიც მიდიან და მოდიან, მერე ისევ მიდიან და ისევ მოდიან.. ყველაფერი ერთ ადგილზე დიდი ხნით მაინც არ ჩერდება, მაგრამ მე პოზიტიურ რამეებს დიდხანს დავტოვებდი.
სიმართლე რომ ვთქვა, ეს ერთგვარი ძრწოლა იყო და არის კიდეც, მაგრამ მინდა გადავლახო.. მინდა ისე გადავლახო, რომ შედეგი იმაზე კარგი დარჩეს, ვიდრე ველოდები და წარმომიდგენია. წარსული მაინც დაძვრება აქეთ-იქით, მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან (და არამარტო) დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაფერს შეცვლის.. პრინციპში, რომც შეცვალოს, მე არ შევცვლი. არაფრის მომცემია იმის ყურება, რაც ცივია, ან სულაც უმოქმედო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ასეთი ფაქტებით თუ, რაც შეიძლება ამას ერქვას, არ დავინტერესდე. თუ არ ვცდები, რაღაც კარგისკენ მიდის ეს ერთფეროვანი ყოველდღიურობა.. მეც მივეხმარები ამ ყველაფერს გამრავალფეროვნების მიზნით, ახალი შეგრძნებებით და ინტერესებით.
არ მაქვს სურვილი იმის, რომ ეს ყველაფერი ისე გამარტივდეს, როგორი მარტივიც თუნდაც რეალობაა... მინდა, რომ ყველაფერი იმაზე მეტი იყოს ან ვიყოთ, ვიდრე არის და ვიქნებით. ზოგადად, რაც მოულოდნელია, საინტერესოც და ამასთან ერთად უინტერესოც, კარგია.. ალბათ, ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ფერადდებოდეს ის დღეები რომლებსაც, რა თქმა უნდა, მე დეტალურად დავიმახსოვრებ თავისი მუსიკით, ქუჩებით, ფერებით და სასიამოვნო სურნელით. არის სიახლეში რაღაც კარგი, ძალიან კარგი! მოვითხოვ, რომ ჩემი ახალი ინტერესები დიდხანს გაგრძელდეს, ან სულაც დროულად დასრულდეს თუ დასამთავრებელია, რომ რაღაც კარგი კიდევ დაიწყოს. that's all ))

Monday, July 29, 2013

Thoughts

It's going to be a great year, i think.. and i'm going to do everything what i can.. because all my wishes must come true.. not all, but half is possible.. so, i have to change my lifestyle, my opinion, some things from my character too.. main thing : erase fake ppl or fake friends from my life and see who will stay there for me... 
i want to try new things in my life i've chosen them already, it's going to be a great decision..and only important thing is - motivation.. because, good motivation is a half life-work.. let's see what will happen :))) oh, i love myself and my plans !

წავიდოდი მთასთან ახლოს სადმე, ან სულაც მთაში.. პატარა ხის სახლში. უცხო, მაგრამ საინტერესო ხალხთან ერთად.. ყველას თავისი ჰობი და გატაცება რომ აქვს და მხოლოდ "ჩამძორებულ" ცხოვრებაზე არ ფიქრობს თბილისში, ყველაფერი არ გაუკვირდება და, ასევე, შენი კარგი მსმენელიც იქნება.. მეც მოვუსმენდი მათ დიალოგებს, გავიგებდი ახალს და ამ ახალი ადამიანებითვე დავიტვირთავდი გონებას.. იმიტომ, რომ ძველი ყველა და ყველაფერი მომბეზრდა..that's not good.. ჰოდა, დილა რომ დაიწყება ჩაით, ტყის სიგრილით და მცენარეების სუნით, ახალი იდეებით, მომღიმარი ადამიანებით და იქ მყოფი ხალხის ინტერესით.. 

Monday, July 8, 2013

მინდა ვცხოვრობდე ქალაქში, რომელშიც...

მინდა ვცხოვრობდე ქალაქში, რომელშიც შენ არ ხარ..
ქალაქში, რომელშიც იქნება ძალიან ბევრი შენი "მე", მაგრამ არ მივესალმები არასდროს არცერთს..
ქალაქი იქნება მხიარული.. მე უნდა მგავდეს.. პატარა, კომფორტული, ადვილად მისაგნები და უკან დასახევად ფიქრი არც კი უნდა გჭირდებოდეს.. ჩემთან ხშირად უნდა წვიმდეს.. აი, ისეთი წვიმით ყველაფერს რომ ასველებს და წვიმის სუნით გაჟღენთილ გარემოში ჩემს ნაფეხურებს დავტოვებ, რომელიც არ გამოჩნდება!
მე ჩემი ორსართულიანი სახლიდან, ასევე, ყოველდღე ბევრ ნაბიჯებს ვდგამ.. მივდივარ იქამდე, სადაც სხეული კარგად გრძნობს თავს.. მერე უკან ვბრუნდები და პატარა უფერულ ოთახში ფერად გარემოს ვქმნი ჩემი მუსიკით და ჩაის ორთქლით..
[პიტნის სურნელი]


დღეს, როცა არ ვიცი რა დღეა - ნაბიჯების დღეა.. სიულეტები თავის სურნელს ტოვებენ, მე მათ ამით ვარჩევ.. შენც მათში გარჩევ იმიტომ, რომ არასდროს დამავიწყდება სიტკბონარევი სურნელი, მაგრამ ნაბიჯებს უნდა გავყვე... აუცილებლად უნდა გავყვე, უკან ვერ დავიხევ.
მივედი ჩემი პატარა ქალაქის პატარა ცენტრში, სადაც თითქმის ყველას აივანზე ყვავილებია.. ბევრი ფერადია.. მაგრამ უფერულებიც.
ადამიანები ბევრს მოძრაობენ.. არ მინდა მოვისმინო ის, თუ რას საუბრობენ ისინი... ჩემი ფიქრების ხმაური მსიამოვნებს.. დღეს გადავწყვიტე, რომ არ ვესაუბრო არავის "მე-ს"...
მარტოა ჩემში ჩემი "მე".. მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდხანს იყოს ასე და ისწავლოს ახალი მოძრაობები, დაათვალიეროს უცხო სხეულების უცხო თითები, ეწვიოს ადგილებს, რომელიც არასდროს უნახავს და, ალბათ, არც აქვს სურვილი, რომ ნახოს.. მე არეულია.
...
მინდა, რომ ხშირად მოვუყვე ხოლმე ჩემი ფიქრები... ვესაუბრო ჩემს დიდ და ლამაზ ოცნებებზე... პატარა თითებით ჩაის მივართმევ.. სადმე ჩამოჯექი.. ოთახში შეშა ტკაცუნობს ბუხრიდან, მაგრამ....
 არა არ იმსახურებს. მე სხვა ვარ. ის სხვა.. ის მუქია, მე ფერადი.
No words can describe our feelings inside, that's why we have music..

Saturday, June 8, 2013

#დილის ფიქრები



გადავიკარგე წერის სამყაროდან.. ცოტახანს ვესტუმრე და აი, რა გამახსენდა..
მებედნიერება დღეები, თვალებს რომ ვხუჭავ კარგი ფაქტებით გაჟღენთილ რეალობაში აღმოვჩნდები ხოლმე.. სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ ბედნიერი, მაგრამ მებედნიერება!! არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს შეუძლიათ პატარ-პატარა ქმედებებით.. ადამიანები,რომლებიც გვტკენენ და გვახარებენ.. ადამიანი რომელიც....
დილაა, ძალიან ადრე, ფანჯარა მაქვს ღია და როგორც ყოველთვის ნიავს სხეულით ვმსაპინძლობ.. წვიმის სუნი მოჰყვა თან და ამან კიდევ უფრო მიმიზიდა, ალბათ, იმაზე უკეთ ვიგრძნობ, ვიდრ აქამდე მიგრძვნია.. მიყვარს დილა, დილასაც ვუყვარვარ.. მაღვიძებს დილა, მაღვიძებს წვიმა.. მეც, რა თქმა უნდა, ვიღვიძებ და ვფიქრობ, ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ ისეთი ფიქრებით, რომელსაც მოულოდნელი ღიმილი მოჰყვება ხოლმე სახეზე..
არის რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია.. იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე წარმოგვიდგენია.. მინდა ყველაფერი ვუთხრა, მოვუყვე, გავუზიარო... ვიყო გულახდილი, მინდა დალიოს ჩემი პატარა თითებით მირთმეული ტკბილზედ ტკბილი ჩაი.. ორცხობილაც დააყოლოს და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ვუყუროთ ცას დიდი ხნით! მინდა გრძელდებოდეს ის პატარა მომენტები დაუსრულებლად, რადგან რაც გულით გინდა, არასდროს გბერზდება... მინდა ვიღიმო, სულ ვიღიმო, ვბრწყინავდე და ვხარობდე! შენ ზოგჯერ ჩემი ღიმილი ხარ, მაგრამ ის ქაოსი, რომელშიც დღეს ახლა ყველანი ვართ, და ჩვენც გვიწევს ყოფნა, არ მაძლევს საშუალებას რაღაც-რაღაცების გაანალიზების, გაცნობიერების და  დალაგების.. მინდა გავაკეთო აქამდე გაუკეთებელი, მინდა ვცადო, რომ აღარ ვიყო გამოუცდელი.. მინდა ვიყო უბრალოდ იმაზე მეტი, ვიდრე ვარ...
მიყვარს, მიყვარს სითბო სიტკბოს არომატით, ტკბილი სურნელით და ნელთბილი ემოციებით.. მიყვარს, ის, რომ შენ მომეცი ამაზე ფიქრის საშუალებასდა არ მიყვარს ისიც, რომ ზოგჯერ ამ ფიქრებს უწევთ ქაოსში ყოფნა.. ყველაფერს დავაბინავებდი დიდი სიამოვნებით იმდენად მყუდროდ და კომფორტულად, ვიდრე წარმომიდგენია..
ახმაურდა გარემო... მე წავედი..

Sunday, April 28, 2013

#ჩემიპროტესტი


დღესდღეობით ვუყურებ ადამიანებს და ვხვდები, რომ არანაირი პროტესტის გრძნობა არ გააჩნიათ. ყველა იმას იტანს, რასაც ღებულობს.. არანაირი მოთხოვნილება იმისა, რომ მიიღონ უფრო მეტი.. თუნდაც იმაზე მეტი, რასაც იმსახურებენ.. უმოქმედო, ადვილი წარმატების მქონე უპრინციპო საქმოსნები!
მე, მაგალითად, არ შემიძლია შევეგუო იმას, რაც "ჩემში" არ არის, ან სულაც "ჩემი" არაა.. არ წავალ დათმობაზე, არ გავიღიმებ მიუხედავად იმისა, რომ არ მეღიმება და არ ვაპატიებ კიდევ იქიდან გამომდინარე, თუ არ ეპატიება.. ამას ვუყურებ ეს დღეებია და ვაპტოტესტებ..!
 არ ცდილობენ ადამიანები იმის შეცვლას, რაც არ მოსწონთ.. უბრალოდ უჩუმდებიან იმ რეალობას, რომელშიც თავი აქვთ გაყოფილი.. მე ეს არ მესმის !
არ მომწონს - ვიტყვი, არ მესიამოვნება - ვაგრძნობინებ.. რაღაც მარტივი პრინციპია.. არ მგონია და ვერ დვაიჯერებ იმას, რომ ადამიანს შეიძლება ისე ძალიან არ აინტერესებდეს ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ ურეაქციოდ გაატაროს ყოველივე.
ასეთ დროს არ ჩანს არანაირი შინაგანი სიძლიერე, სირთულეების დასაძლევად შემუშავებული სტრატეგიები, ან უბრალოდ მარტივი მიზნები. უმოტივაციოდ შექმნილი  ერი ვართ "საუკეთესო ან უკეთესი" მომავლის იმედით, რომელსაც უმოქმედოდ ველოდებით!

Friday, April 12, 2013

ანაა...

ანნ.. ანნ... <3 მომილოცავს ! მინდა, რომ სულ ბედნიერი იყო.. აი, მე რომ გავბედნიერდები ხოლმე და აღარ ვიცი რას ვაკეთებ, იმაზე 10-ჯერ მეტად !
მალე 1 წელი გახდება, რაც გიცნობ.. ჰოდა, ჩვენ უკვე ბევრი რამ მოვასწარით ერთად.. ^_^ (კოჯორი, ბათუმი) არც თბილისში ვაკლებდით სეირნობებს..
დიდ ფანჯრებს ვეძებდით სასაუბროდ.. :) ზოგჯერ კარგად კარგი ემოციებით, ზოგჯერ კი პირიქით... :)    იმდენი, რამდენიც შენ იცი, სავარაუდოდ, არავისთვის მითქვამს.. და ისე არც არავის "მოუსმენია" და გაუგია ჩემთვის, როგორც შენ.. :) როგორ სმენა/გაგებასაც ვგულისხმობ ეს კარგად იცი...
მამხსნევებდა ყოველთვის შენი სიტყვები, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა.. როცა თავს ყველაზე სუსტად ვგრძნობდი სულ მეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარი ვიყავი, შევძლებდი იმას, რასაც ვთვლიდი, რომ ვერ გავაკეთებდი... :) ზოგი ჭირი მარგებელია-თქო ვიძახდი სულ შენი გაცნობის მერე და ვიტყვი, რომ მართლა მარგო იმ ჭირმა.. :* შენ ჩემს დაბადების დღეზე პირველად მნახე.. მე, ალბათ, უკვე მეათასედ.. ჰოდა, ეს დღე მინდა, რომ ლამაზი იყოს შენთვის და ყოველთვის გახსოვდეს.. ისე, საოცნბო ბევრი არაფერი დაგრჩა ამ ეტაპისთვის და იმ ყველა ოცნებას გაიფრთხილდი, რაც უკვე აგიხდა, ან უნდა აგიხდეს.. მინდა ბევრი რამ დავწერო, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.. შენც კარგად იცი ყველაფერი, რისი აქ დაწერაც შემიძლია.. განსაკუთრებით კი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ.. :)
მახსოვს ის თბილ-ტკბილი დღეები რომ დავასრულე როგორ გიყოფდი ემოციებს, მოგონებებს, ფიქრებს და არარსებულ ფაქტებს.. და ამ ყველაფერს ისევ ისე ემოციურად ღებულობდი, როგორც მე გადმოგცემდი.. ყველაზე კარგად გესმოდა ყველაზე ცუდის დროს.. მაგრამ ამ დრომ ჩაიარა.. :) ყველაფერი იწყება.. ზუსტად ახლა, როცა რაღაც ცუდი უნდა დამთავრდეს ან დამთავრდა, საუკეთესო ეტაპია სიახლის დასაწყებად..ჰოდა, მე ამ სიახლეებს დასასრულის გარეშე გისურვებ! ზოგჯერ უხასიათოც მინდა იყო.. დიდ ფანჯრებს ფასთ ფუდებში უფრო კარგად მოვუხდებით..  ^_^  მომღიმარიც.. გახარებულიც.. :) იმედია "სწავლა" ხელს არ შეგიშლის ამ ყოველივეში.. (მაინც რავიცი) :D
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ.. ვიმედოვნებ, რომ უფრო ბევრჯერ და ბევჯერ მომიწევს კიდევ შენთვის ამ დღის მოლოცვა.. :) Have a wonderful year of happiness.. ჩვენთან.. შენს კარგ მეგობრებთან და გამორჩეულ ადგილას მყოფ პიროვნებასთან ერთად..! On your birthday you are wished all that you hope for, all that you dream of, all that makes you happy. On your special day I wish you to pick some flowers, have some tea, and spend your time leisurely. I wish you to celebrate all the wonderful things that make you so special, not just on your special day, but on every day of the year! I LOVE YOU ! :) <3

Sunday, February 24, 2013

idk


ოცნებები გამომელია..
აღარაფერი დამრჩა, არადა იმდენია..
        ვეღარ ვოცნებობ ისე ტკბილად, ისეთი ემოციებით, ისეთი განწყობით, როგორც აქამდე.. თქვენთვის ვიტყვი, რომ ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ აქვე იმასაც დავამატებ, რომ კარგად ვიცი მიზეზი. ალბათ, საჭიროა გამოუვალ სიტუაციებში ყოფნა, რომ უფრო და უფრო იფიქრო, მტკინვეულად ან სულაც პირიქით, რომ ისწავლო ახალი გზები, ან დაგავიწყდეს უკვე მოძველებული, სადაც ყველაფერი კარგავს იმ მნიშვნელობას ,რომელსაც აქამდე სასწაული სისწრაფით იძენდა..
        სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპითაც უკმაყოფილო ვარ. ნუ, ეს რომ, ზოგადად, ასეა, რა თქმა უნდა, ყველა ვწუწუნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საოცარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, რაც ვიცი რითიც უნდა შევავსო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მარტო მე ვიცი..
        რაღაც ახალი მინდა შევიგრძნო, ან თუნდაც ძველი მოდერნიზებული ფორმით.. მიხარია სხვისი ოცნებები, ხოლო ჩემი არც იძვრის და არც მოქმედებს.. ლამაზია სხვისი ოცნებები, ჩემიც ფერადია, მაგრამ უმოქმედო.. მშურს სხვისი ოცნებების, მაგრამ უკეთესი მე მაქვს ისევ უმოქმედო..
        მინდა ახალი სიტყვა, სითბო და ტკბილი სურნელი.. ახალი ფურცლები მასთან ერთადვე შეძენილი კალმით, საიდანაც დავიწყებ ახალ ცხოვრებას, ჩამოვწერ წესებს, დავთვლი ოცნებებს, მეყვარება, მეხარება.. ცოტა მძაფრად, მაგრამ ტკბილად.

თვალებს დავხუჭავ და გაქრები.. :)