Sunday, February 24, 2013

idk


ოცნებები გამომელია..
აღარაფერი დამრჩა, არადა იმდენია..
        ვეღარ ვოცნებობ ისე ტკბილად, ისეთი ემოციებით, ისეთი განწყობით, როგორც აქამდე.. თქვენთვის ვიტყვი, რომ ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ აქვე იმასაც დავამატებ, რომ კარგად ვიცი მიზეზი. ალბათ, საჭიროა გამოუვალ სიტუაციებში ყოფნა, რომ უფრო და უფრო იფიქრო, მტკინვეულად ან სულაც პირიქით, რომ ისწავლო ახალი გზები, ან დაგავიწყდეს უკვე მოძველებული, სადაც ყველაფერი კარგავს იმ მნიშვნელობას ,რომელსაც აქამდე სასწაული სისწრაფით იძენდა..
        სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპითაც უკმაყოფილო ვარ. ნუ, ეს რომ, ზოგადად, ასეა, რა თქმა უნდა, ყველა ვწუწუნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საოცარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს, რაც ვიცი რითიც უნდა შევავსო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მარტო მე ვიცი..
        რაღაც ახალი მინდა შევიგრძნო, ან თუნდაც ძველი მოდერნიზებული ფორმით.. მიხარია სხვისი ოცნებები, ხოლო ჩემი არც იძვრის და არც მოქმედებს.. ლამაზია სხვისი ოცნებები, ჩემიც ფერადია, მაგრამ უმოქმედო.. მშურს სხვისი ოცნებების, მაგრამ უკეთესი მე მაქვს ისევ უმოქმედო..
        მინდა ახალი სიტყვა, სითბო და ტკბილი სურნელი.. ახალი ფურცლები მასთან ერთადვე შეძენილი კალმით, საიდანაც დავიწყებ ახალ ცხოვრებას, ჩამოვწერ წესებს, დავთვლი ოცნებებს, მეყვარება, მეხარება.. ცოტა მძაფრად, მაგრამ ტკბილად.

თვალებს დავხუჭავ და გაქრები.. :)


No comments:

Post a Comment