Monday, July 8, 2013

მინდა ვცხოვრობდე ქალაქში, რომელშიც...

მინდა ვცხოვრობდე ქალაქში, რომელშიც შენ არ ხარ..
ქალაქში, რომელშიც იქნება ძალიან ბევრი შენი "მე", მაგრამ არ მივესალმები არასდროს არცერთს..
ქალაქი იქნება მხიარული.. მე უნდა მგავდეს.. პატარა, კომფორტული, ადვილად მისაგნები და უკან დასახევად ფიქრი არც კი უნდა გჭირდებოდეს.. ჩემთან ხშირად უნდა წვიმდეს.. აი, ისეთი წვიმით ყველაფერს რომ ასველებს და წვიმის სუნით გაჟღენთილ გარემოში ჩემს ნაფეხურებს დავტოვებ, რომელიც არ გამოჩნდება!
მე ჩემი ორსართულიანი სახლიდან, ასევე, ყოველდღე ბევრ ნაბიჯებს ვდგამ.. მივდივარ იქამდე, სადაც სხეული კარგად გრძნობს თავს.. მერე უკან ვბრუნდები და პატარა უფერულ ოთახში ფერად გარემოს ვქმნი ჩემი მუსიკით და ჩაის ორთქლით..
[პიტნის სურნელი]


დღეს, როცა არ ვიცი რა დღეა - ნაბიჯების დღეა.. სიულეტები თავის სურნელს ტოვებენ, მე მათ ამით ვარჩევ.. შენც მათში გარჩევ იმიტომ, რომ არასდროს დამავიწყდება სიტკბონარევი სურნელი, მაგრამ ნაბიჯებს უნდა გავყვე... აუცილებლად უნდა გავყვე, უკან ვერ დავიხევ.
მივედი ჩემი პატარა ქალაქის პატარა ცენტრში, სადაც თითქმის ყველას აივანზე ყვავილებია.. ბევრი ფერადია.. მაგრამ უფერულებიც.
ადამიანები ბევრს მოძრაობენ.. არ მინდა მოვისმინო ის, თუ რას საუბრობენ ისინი... ჩემი ფიქრების ხმაური მსიამოვნებს.. დღეს გადავწყვიტე, რომ არ ვესაუბრო არავის "მე-ს"...
მარტოა ჩემში ჩემი "მე".. მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდხანს იყოს ასე და ისწავლოს ახალი მოძრაობები, დაათვალიეროს უცხო სხეულების უცხო თითები, ეწვიოს ადგილებს, რომელიც არასდროს უნახავს და, ალბათ, არც აქვს სურვილი, რომ ნახოს.. მე არეულია.
...
მინდა, რომ ხშირად მოვუყვე ხოლმე ჩემი ფიქრები... ვესაუბრო ჩემს დიდ და ლამაზ ოცნებებზე... პატარა თითებით ჩაის მივართმევ.. სადმე ჩამოჯექი.. ოთახში შეშა ტკაცუნობს ბუხრიდან, მაგრამ....
 არა არ იმსახურებს. მე სხვა ვარ. ის სხვა.. ის მუქია, მე ფერადი.
No words can describe our feelings inside, that's why we have music..

No comments:

Post a Comment