Saturday, June 8, 2013

#დილის ფიქრები



გადავიკარგე წერის სამყაროდან.. ცოტახანს ვესტუმრე და აი, რა გამახსენდა..
მებედნიერება დღეები, თვალებს რომ ვხუჭავ კარგი ფაქტებით გაჟღენთილ რეალობაში აღმოვჩნდები ხოლმე.. სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ ბედნიერი, მაგრამ მებედნიერება!! არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს შეუძლიათ პატარ-პატარა ქმედებებით.. ადამიანები,რომლებიც გვტკენენ და გვახარებენ.. ადამიანი რომელიც....
დილაა, ძალიან ადრე, ფანჯარა მაქვს ღია და როგორც ყოველთვის ნიავს სხეულით ვმსაპინძლობ.. წვიმის სუნი მოჰყვა თან და ამან კიდევ უფრო მიმიზიდა, ალბათ, იმაზე უკეთ ვიგრძნობ, ვიდრ აქამდე მიგრძვნია.. მიყვარს დილა, დილასაც ვუყვარვარ.. მაღვიძებს დილა, მაღვიძებს წვიმა.. მეც, რა თქმა უნდა, ვიღვიძებ და ვფიქრობ, ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ ისეთი ფიქრებით, რომელსაც მოულოდნელი ღიმილი მოჰყვება ხოლმე სახეზე..
არის რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია.. იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე წარმოგვიდგენია.. მინდა ყველაფერი ვუთხრა, მოვუყვე, გავუზიარო... ვიყო გულახდილი, მინდა დალიოს ჩემი პატარა თითებით მირთმეული ტკბილზედ ტკბილი ჩაი.. ორცხობილაც დააყოლოს და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ვუყუროთ ცას დიდი ხნით! მინდა გრძელდებოდეს ის პატარა მომენტები დაუსრულებლად, რადგან რაც გულით გინდა, არასდროს გბერზდება... მინდა ვიღიმო, სულ ვიღიმო, ვბრწყინავდე და ვხარობდე! შენ ზოგჯერ ჩემი ღიმილი ხარ, მაგრამ ის ქაოსი, რომელშიც დღეს ახლა ყველანი ვართ, და ჩვენც გვიწევს ყოფნა, არ მაძლევს საშუალებას რაღაც-რაღაცების გაანალიზების, გაცნობიერების და  დალაგების.. მინდა გავაკეთო აქამდე გაუკეთებელი, მინდა ვცადო, რომ აღარ ვიყო გამოუცდელი.. მინდა ვიყო უბრალოდ იმაზე მეტი, ვიდრე ვარ...
მიყვარს, მიყვარს სითბო სიტკბოს არომატით, ტკბილი სურნელით და ნელთბილი ემოციებით.. მიყვარს, ის, რომ შენ მომეცი ამაზე ფიქრის საშუალებასდა არ მიყვარს ისიც, რომ ზოგჯერ ამ ფიქრებს უწევთ ქაოსში ყოფნა.. ყველაფერს დავაბინავებდი დიდი სიამოვნებით იმდენად მყუდროდ და კომფორტულად, ვიდრე წარმომიდგენია..
ახმაურდა გარემო... მე წავედი..

No comments:

Post a Comment