Wednesday, January 8, 2014

ახლა.

რაღაცები იცვლება და მგონი ამ რაღაცებთან ერთად მეც ვიცვლები.. ვაღიარებ, რომ კმაყოფილი ვარ ამით და საკუთარი თავითაც! არ მიყვარს ეს "მიჩვევა-გადაჩვევა" მაგრამ ყველას მაინც გვიწევს ამის გაკეთება ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტჯერ!
შეიცვალა რაღაცები, ვიღაცები.. ადამიანებიც მიდიან და მოდიან, მერე ისევ მიდიან და ისევ მოდიან.. ყველაფერი ერთ ადგილზე დიდი ხნით მაინც არ ჩერდება, მაგრამ მე პოზიტიურ რამეებს დიდხანს დავტოვებდი.
სიმართლე რომ ვთქვა, ეს ერთგვარი ძრწოლა იყო და არის კიდეც, მაგრამ მინდა გადავლახო.. მინდა ისე გადავლახო, რომ შედეგი იმაზე კარგი დარჩეს, ვიდრე ველოდები და წარმომიდგენია. წარსული მაინც დაძვრება აქეთ-იქით, მაგრამ ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან (და არამარტო) დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაფერს შეცვლის.. პრინციპში, რომც შეცვალოს, მე არ შევცვლი. არაფრის მომცემია იმის ყურება, რაც ცივია, ან სულაც უმოქმედო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, რომ ასეთი ფაქტებით თუ, რაც შეიძლება ამას ერქვას, არ დავინტერესდე. თუ არ ვცდები, რაღაც კარგისკენ მიდის ეს ერთფეროვანი ყოველდღიურობა.. მეც მივეხმარები ამ ყველაფერს გამრავალფეროვნების მიზნით, ახალი შეგრძნებებით და ინტერესებით.
არ მაქვს სურვილი იმის, რომ ეს ყველაფერი ისე გამარტივდეს, როგორი მარტივიც თუნდაც რეალობაა... მინდა, რომ ყველაფერი იმაზე მეტი იყოს ან ვიყოთ, ვიდრე არის და ვიქნებით. ზოგადად, რაც მოულოდნელია, საინტერესოც და ამასთან ერთად უინტერესოც, კარგია.. ალბათ, ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ფერადდებოდეს ის დღეები რომლებსაც, რა თქმა უნდა, მე დეტალურად დავიმახსოვრებ თავისი მუსიკით, ქუჩებით, ფერებით და სასიამოვნო სურნელით. არის სიახლეში რაღაც კარგი, ძალიან კარგი! მოვითხოვ, რომ ჩემი ახალი ინტერესები დიდხანს გაგრძელდეს, ან სულაც დროულად დასრულდეს თუ დასამთავრებელია, რომ რაღაც კარგი კიდევ დაიწყოს. that's all ))

No comments:

Post a Comment