სხვისი თვალით დანახული მე...


ჰ-ანა-ნო-ს
შენი პატარა სახე მიყურებს...შენი პატარა ტუჩები კი მებაასებიან დიდ და ლამაზ ოცნებებზე.შენი ოცნებები შენ გგავს,შენსავით ფერადია.მიყურებ და ვერაფერს ვფიქრობ.თითქოს სხვა რამ მინდოდა მეთქვა და სულ სხვა ტალღას გავყევი.სულ მთლად დავიძაბე.თითქოს დიდი ტვირთი დამკიდესო.დავმძიმდი.მიჭირს სუნთქვა.მინდა ვიტირო და ნაცვლად ამისა ვიცინი..სულელივით.რამდენჯერაც შენს მზერას ვაწყდები,იმდენჯერვე ვაწყდები საკუთარ სისუსტეებს.არ ძალმიძს შენთან ბრძოლა.შენ ჩემში ჩემზე ძლიერი ხარ და დამანგრეველიც.
მაგრამ გამოხდება ხოლმე ხანი და შენი სმენა მამშვიდებს.შენი სმენა მასუნთქებს.შენი ხილვა მამხნევებს და ძალას მმატებს..
შენი ოცნებები ჩემსას ჰგავს,სადღაც ცდილობ გაქცევას.ჰომ,მგავხარ..მაგრამ მხოლოდ მსგავსებით კი არ ვარ მოხარული,არამედ განსხვავებებითაც.აქვე ვგრძნობ რომ შენთან როცა ვარ მხოლოდ ეგო არ მამოძრავებს.შენში მხოლოდ საკუთარი თავი არ მიყვარს,არამედ შენც...
იცი,ზოგჯერ მამძიმებს შენი კონკრეტულობა..ცდილობ ყველას ყველაფერი აუხსნა და დაუკონკრეტო,სინამდვილეში ამას არც ერთი პროცენტით არ იმსახურებენ..მინდა გითხრა ხოლმე,გირჩიო რომ ეს ასე არ იქნება სწორი-მეთქი,მაგრამ თავს ვიკავებ..მეშინია რომ იმავეს გაიმეორებ და მეც ახსნას დამიწყებ.მე იქნებ ვიმსახურებდე კიდეც მას,მაგრამ არ მსურს.. ის უფრო მომწონს თავისუფლად და ლაღად რომ ტიტინებ,მთელი სხეულით რომ ჰყვები საუბარს და მუსიკას მიქმნი,რომლითაც მე მოხიბლული ვარ.
შენი პატარა ხელი,პატარა თითებითა და პატარა ფრჩხილებით... წარმოიდგინე რომ დავიმახსოვრე მათი შეხება..ეს მუსიკა იყო..ეს მართლა მუსიკა იყო..ძალიან უცხო,ძალიან იშვიათი.თბილი არ იყო,მაგრამ არც ცივი..რეალური იყო და ბავშვური..
ჰამჰ,შენში ყველაფერი რეალურია თითქოს..იქნებ მეჩვენებ,ან თავს ვირწმუნებ,მაგრამ ისე მომწონს ეს რომ წარმოდგენას არ ვიცვლი.ბედნიერი ვარ შენი რეალურობით.
ჰო,ვიცი...შენც გიწევს თამაში,რადგან ეს ცხოვრებაა თავად ასეთი.ზოგი თეატრსაც რომ უწოდებს და ჩვენ კი მსახიობებს.მაგრამ ეს ასეა და ყველაზე მნიშვნელოვანია ვინ როგორ შეასრულებს თავის როლს.შენ კარგად ასრულებ,ისევე როგორც მე!. (ესეც მსგავსება კიდევ ერთი).
ასეა,ამ არარეალურ სამყაროში სრულყოფილად რეალურნი არავინ ვართ და არც თავად სრულყოფილებაა თავის მხრივ სრულყოფილი..ის უბრალოდ არც არსებობს! მთავარია მიდგომა და შეგიძლია არარეალური რეალურად აქციო,არასრულყოფილი კი სრულყოფილად..მეც ასე მოვიქეცი..
ასე ჩემო მეგობარო...გაგარეალურე და შემიყვარდი..ვიმედოვნებ რომ დიდხანს ვიმეგობრებთ.თუმც მხოლოდ იმედის იმედზე როდი ვიქნები..არამედ ვცდილობ უკეთ შენს გაცნობას და შენი განცდების გაზიარებას,შენი სიხარულით გახარებას...
აქ დავსრულდებიო ,თქვა პოსტმა,თავს აღარ შეგაწყენო..

(რა უნდა ვუთხრა მას იმის გარდა, რომ ძალიან ჩემოვ, მიყვარხარ) ^_^