Sunday, April 28, 2013

#ჩემიპროტესტი


დღესდღეობით ვუყურებ ადამიანებს და ვხვდები, რომ არანაირი პროტესტის გრძნობა არ გააჩნიათ. ყველა იმას იტანს, რასაც ღებულობს.. არანაირი მოთხოვნილება იმისა, რომ მიიღონ უფრო მეტი.. თუნდაც იმაზე მეტი, რასაც იმსახურებენ.. უმოქმედო, ადვილი წარმატების მქონე უპრინციპო საქმოსნები!
მე, მაგალითად, არ შემიძლია შევეგუო იმას, რაც "ჩემში" არ არის, ან სულაც "ჩემი" არაა.. არ წავალ დათმობაზე, არ გავიღიმებ მიუხედავად იმისა, რომ არ მეღიმება და არ ვაპატიებ კიდევ იქიდან გამომდინარე, თუ არ ეპატიება.. ამას ვუყურებ ეს დღეებია და ვაპტოტესტებ..!
 არ ცდილობენ ადამიანები იმის შეცვლას, რაც არ მოსწონთ.. უბრალოდ უჩუმდებიან იმ რეალობას, რომელშიც თავი აქვთ გაყოფილი.. მე ეს არ მესმის !
არ მომწონს - ვიტყვი, არ მესიამოვნება - ვაგრძნობინებ.. რაღაც მარტივი პრინციპია.. არ მგონია და ვერ დვაიჯერებ იმას, რომ ადამიანს შეიძლება ისე ძალიან არ აინტერესებდეს ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ ურეაქციოდ გაატაროს ყოველივე.
ასეთ დროს არ ჩანს არანაირი შინაგანი სიძლიერე, სირთულეების დასაძლევად შემუშავებული სტრატეგიები, ან უბრალოდ მარტივი მიზნები. უმოტივაციოდ შექმნილი  ერი ვართ "საუკეთესო ან უკეთესი" მომავლის იმედით, რომელსაც უმოქმედოდ ველოდებით!

1 comment:

  1. ჰეჰ, მართალი ხარ ანნ ^_^
    მომეწონა <3

    ReplyDelete