Saturday, November 3, 2012

ძრწოლა..


აი, ის ისტერიული კანკალი ძრწოლის დროს რომ გვაქვს. თითქოს ძრწოლაა და თან არ არის იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირებ იმ შეგრძნებებს, რომელიც ახლა ჩემშია, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა და დასახელებადაც შეეფერება.
თითქოს ვმალავ მიზეზს, თითქოს არ მწყინს გარემოებიდან მოსული სიახლეები, მაგრამ რეალობას ნამდვილად ვერ გავექცევი ! ერთს მიხვედრილი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ სანამ ძალას არ დაგვატანენ, რა თქმა უნდა, იქამდე ვერაფერს შევიგნებთ. ჰოდა, ამ ძალდატანებამაც რაღაც შემაგნებინა, ფაქტობრივად! ეს არ არის წყენა, არც რაღაც მსგავსი.. უბრალოდ იმ სიახლიდან მოსულმა ემოციებმა, რაც უფრო გაღიზიანებას უკავშირდება, ისე გადაწყონა ყველანაირი შეგრძნებები ჩემში, რომ წყენისთვის ადგილი აღარ დამრჩა. არც მინდა, რომ დავტოვო. სულ მინდა განწმენდა და თავისუფლება. მხოლოდ სხივები და სიახლეები.
ცოტ-ცოტა კარგი არაფერი მაწყენდა. ვამაყობ საკუთარი თავით ამ წუთას.. ძალიან ვამაყობ და მიხარია! იმიტომ, რომ დავიღალე. აზრი არ აქვს შენს ადამიანობას და შენს ნორმალურ ქმედებას. საზოგადოების და კონკრეტულად პიროვნებების ქმედებებიდან გამომდინარე, თითქოს გეფიქრება, რომ შეცდომას უშვებ, არ ხარ სწორი და უაზროდ ეძებ გზებს ამ ფსევდო სისულელის გამოსასწორებლად. ვისთვის? რატომ? როგორ?
ალბათ, ამისთვის ყველაზე დიდი მიზეზი უნდა არსებობდეს, რომელსაც დამსახურება სიტყვაც მოუხდებოდა, მაგრამ ის არარაობა, რომელიც ადამიანია ცდილობს მიწა ისე გამოგაცალოს ფეხებიდან, რომ ამას ვერც ვამჩნევთ და შემჩნეულსაც აღარ ვიმჩნევთ.
არაფერი სჯობს ამ სიტუაციას. არაფერი სჯობს ჭკუის სწავლებას და იმ ჭირს, რომელიც მარგებელია. დროა გამოფხიზლების და გაღვიძების მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი მოდის.
ყველა ყველაში დარწმუნებული, ყველა საკუთარ თავში ჩახედილი და ადამიანობით გაჟღენთილები ვართ.. არამარტო ის, რომ ვართ.. უფრო გვგონია, რომ ვართ და ამას მიხედვა სჭირდება. ზოგჯერ, ჩვენს ქედმაღლობას და ამპარტავნებას პატარა სულების გაუებრობაში გახვევა შეუძლია, რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას. არარაობაა, საზიზღრობას თუ არ ვუწოდებთ ადამიანი და, ალბათ, ეს უფრო ხშირად უნდა გვახსოვდეს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის.

No comments:

Post a Comment