Friday, November 16, 2012

დავთმობ ყველაფერს..

ალბათ, პატარა დროითი რღვევაც დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში იმის გასაცნობიერებლად, თუ რა გვინდა, რას გავაკეთებთ, ან რისი სურვილი გქვონდა, რომ გაგვეკეთებინა. უფრო ჩამოყალიბებულს გვხდის, ცნობიერებას ცვლის და ახალი შემართებით ვიწყებთ იმას, რაც ძველი შესაძლებლობებით არ შეგვეძლო. მგონია, რომ წარსულში ვბრუნდები. თითქოს იქ ვარ, იმ რეალობაში, რომელიც იწყებოდა და ვერ გეტყვით, რომ დასრულდა. თითქოს მესმის და თან არ მესმის რა ხდება. არც გაურკვევლობას დავაბრალებ ამას იმიტომ, რომ არ ვიცი. არც მინდა ამით დვაინტერესდე და ფაქტებს ჩავეძიო. ზედაპირულად ვტკბები არარსებული რეალობით.
მომენტალურად მიჩნდება სურვილი მოვწყდე გარემოს შევიქმნა ამ რეალურ სამყაროში ისეთი არარეალური გარემო, სადაც მარტო ვარ, სადაც ვფიქრობ ისე, რომ ყველგან ხარ. დღეს ვლაპარაკობდი, სიტყვებს სიტყვებს  ვაყოლებდი და იმ აზრამდე მივედი, რომ მოავალს ახლებურად უნდა მოვეპყრო. აწმყოზე არც მიფიქრია, მხოლოდ დღევანდელზე შემიძლია ვიფიქრო რეალურად და "ხვალ" უკვე ჩემია.. არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რა ფორმით.
დავთმობ სიტყვებს, დავთმობ მოგონებებს, დავთმობ იმას, რაც მნიშვნელოვანია, ამ ქსელებს,დღევანდელობას, სამყაროს გამონაკლისებით, რომ ისეთ გარემოში ვიყო, სადაც არ შემაწუხებს ყოველდღიური მოქმედებები, გარე პიროვნებები... დარჩება მხოლოდ ის, რაც მსიამოვნებს, მხოლოდ ის, რაც მამშვიდებს და მეყვარება. დამრჩება ცოტა, ძალიან ცოტა..
 11:11-ს ვუყურებ და ვემთხვევი ხშირად ერთი სურვილით.. ამბობენ ასრულდებაო. მინდა ეს რიცხვი იმ რიცხვს უკავშირდებოდეს, რომელიც ე.წ ბედნიერი ციფრია.. შვი-დი.. ორისა და ხუთის ჯამი, რომელსაც ერთად თუ დავწერთ ოცდახუთია. ესეც მნიშვნელოვანია იმ სამყაროში, რომელშიც მე ვარ და ამ სამყაროსვე აკლია რაღაც.. ტკბილი სურნელი, ოდნავ სითბო და მშვიდი ქაოსი.

No comments:

Post a Comment