Tuesday, October 30, 2012

დღეს.


დღეს ქალაქი დუმდა. ისეთი სიმშვიდე იყო, თითქოს მე და "მზე" ყველაფრისგან მოწყვეტილები ვიყავით, ოღონდ "ყველაფრიან" სამყაროში. მოქმედება იყო მშვიდი.. ადამიანები გაუცხოვებულები დააბიჯებდნენ, რომლებსაც მანქანების ჩუმ-რბილი მოძრაობა უფრო უცნაურს ხდიდა.
დღევანდელი დღის გარემო ვერ იყო ისეთი, როგორიც, ალბათ, უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე და "მზემ" მაინც სასიამოვნოდ ჩავატარეთ! ერთმანეთს გრძნობებს ვუცვლიდით. აი, იმ გრძნობებს, რომლებსაც ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვეცნობით. სიტყვა-სიტყვებით ერთმანეთში გახვეული ბაასი.. ფიქრები, ისევ სიტყვები, დამთხვეული აზრები, შეგრძნებები და მათგან მომართული ღიმილი.. ყველაფერი ერთად სასიამოვნოა, რაც არ უნდა ტკივილიანი იყოს.
დიდ ფანჯარასთან ვისხედით მე და "მზე" აკრძალულ გარემოში უინტერესო ხედით, მაგრამ ჩვენთვითონ ვქმინდით ისეთ გარემოს, რომელშიც გარშემო არსებულ დეტალებს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.....ეს ჩვენიდან ამოსული პატარა სიტყვები, სწრაფ-სწრაფად ერთმანეთში გაცვლილი წინადადებები და ამ სისწრაფეში მოსული გრძელი თითებით შექმნილი ლამაზი ფიქრები მრავლად იყო.
სხეულზე თქვენი ნათითურები გვასაუბრებდნენ და გვალაპარაკებდნენნ ლამაზ და დიდ ოცნებებზე. შეგრძნებებს ვანიჭებდით უპირატესობებს და არა მოქმედებებს.

დღეს "მზე" ღრუბლიანი იყო. 

No comments:

Post a Comment