Wednesday, October 3, 2012

Trying to clear my mind !

არ შემიძლია, ვაღიარებ, რომ არ შემიძლია და მცხვენია უკვე ამის !
მინდა გავაკეთო, მაგრამ არ მინდა და არც საშუალებას მაძლევენ ამისას, რატომ, რისთვის ეს ამოუხსნელია. უბრალოდ, მინდა, რომ ყველაფერი მარტივი იყოს, ძალიან მარტივი, არანაირი სირთულე, რაც ძალიან მიშლის ხელს. აააა, მინდა ვიყვირო და დავსვა პასუხგაუცემელი შეკითხვები. ან რატომ დავსვა, ან ვის დავუსვა.. ყველაფერი არეულ-დარეულია. აი, სწორედ დღეს ვწუწუნებდი საკუთარ თავთან და მერე სხვასთან თუ რაოდენ უაზროა ეს ყველაფერი, ან უაზროდ ქმნის ის ზედმეტი ტვირთი, რომელიც მაწუხებს ძალიან ! როგორ, როგორ მინდა, რომ ყველა დღე რაღაცით გამოირჩეს, ან ნუ გამოირჩევა და არ მთრგუნავდეს. ამოვიდა ყელში ყველაფერი, ზოგადად, არც მეტყობა, რომ ასეთი შეწუხებული ვარ ყოველივე "სიბინძურით," მაგრამ ხომ უნდა ვთქვა და შევიწერო.
რატომ? საერთოდ რატომ უნდა ვიყო ისე, რომ ამდენი საწუწუნო და სადარდებელი მქონდეს, როცა შეიძლება ყველაფერი არანორმალურივით მიხაროდეს და მავსებდეს? როცა შეიძლება, რომ ქუჩაში უცხო ხალხს ვუღიმოდე იმის სანაცვლოდ, რომ დაშტერებული ვფიქობდე, როცა შეიძლება, რომ სახლიდან გაქცევაზე არ ვიყო და არ ვცდილობდე ყურადღების გადატანას სხვა რაიმეზე, როცა შეიძლება, რომ კონფლიქტში არ შევდიოდე კონკრეტულ ხალხთან, რადგან არ შემიძლია ავუხსნა რა მჭირს და რა მაწუხებს, სანაცვლოდ აგრესიას ვუწილადებ. და კიდევ ათასი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაც არ მინდა დავწერო და მინდა საკუთარ თავს ავუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ იცის თუ რა უნდა ქნას. აი, ახლა იმედი მივიღე, იმედი, რომელიც შემეძლო ორი გაგებით გამეგო და შეკითხვაც დავსვი ამის დასაკონკრეტებლად, რომლის პასუხის გახსნა უკვე შემიძლია და, ასევე, რომელიც ვიცი, მაგრამ რომ არ მინდა ეს კონკრეტული რამ გავაკეთო, ვიფიქრო, რომ ასე მოხდება, ისევ გასამართლებელ საბუთს ვეძებ, ან სულაც არ ვამართლებ და დებილივით ვჩუმდები.
დაე, დროულად განვიწიმინდო ამ ტვირთისგან და რაღაცის ხალისით ვიცხოვრო. აი, ისე, რომ მიხაროდეს თვალის გახელა, გათენება და არ მიწევდეს იმაზე ფიქრი, რაც გუშინ იყო და რამაც გუშინ შემაწუხა. ძალიან მარტივს ვითხოვ, რაც ვიცი, რომ მეთვითონ უნდა გავაკეთო და, ალბათ, გავაკეთებ კიდეც, მაგრამ მე რა ვიცი როდის?

2 comments:

  1. ოდეს..იმედი მაქვს მალე :):*

    ReplyDelete
  2. ჰომ, ტექსტის მეორე ნაწილში შენ ურევიხარ ! იმედი მივიღე-თქო რომ ვთქვი, შენთან ბაასის დროს მოხდა ეგ ! :*

    ReplyDelete