Thursday, September 27, 2012

ვის რა დავაბრალო?

ჰმ, აღარც კი ვიცი რას რა დავაბრალო. იქნებ, ეს ყოველივე იმ ვერბალური ნარატივების ბრალია, რომელიც ღამღამობით მოედინება და თან ისე წრაფად, რომ თვალს ვერ აადევნებ იმის გასაგებად, თუ საით მიისწრაფის. ამ ყოველივეს კი ტემპს უჩქარებს ისეთივე სემიოტიკური ნიშნები, როგორებიცაა ღიმილაკები. დიახ, ამ  მონოპერსონალურმა და ბიპერსონალურმა ნიშნებმა შეიძლება იმდენი რამ გამოხატონ, რომ სუბიექტის და ობიექტის ურთიერთარსებობა ერთმანეთს უფრო და უფრო დაუკავშიროს ისე, რომ მათთვის ეს შეუმჩნეველი იყოს. ყველაფერი ყალბია..
უკვე სიტყვებს აქვს ნაკლები მნიშვნელობა ვიდრე იმას, რისთვისაც ისინი გამოიყენებიან.  მგონი შეშლილი ვარ. შეშლილი იმიტომ, რომ ამას ვწერ.. შეშლილი იმიტომ, რომ დღითიდღე ვიშლები. საკუთარ თავს ვერ ვეხები, თქვენ გაბრალებთ. სწორედ, რომ თქვენ. არავითარი სემიოტიკა. რაც არ უნდა ვიმართლო თავი, ყველა ამ ფესვს საბოლოო ჯამში ზედაპირამდე ავყავართ,სადაც შედეგი ერთი დიდი მთლიანობაა, რასაც ამ ეტაპზე ყველანაირ ფსევდო მნიშვნელობას მივანიჭებ.
დიახ, თქვენ გამოიცანით, ყველაფერი ტყუილია. ღიმილაკებიც გვატყუებენ და გვაჩვენებენ იმ ემოციებს, რომლებსაც რეალობასთან ვერ ვაკავშირებთ, არც ვერბალურ ნარატივებს დავტოვებ გასაჩივრების გარეშე და დავამატებ, რომ დიდი სიბინძურეა.
ჩემი ტექსტები არ ჰქმნის ჩემი გონების სრულყოფილ სურათს ისიც იმიტომ, რომ მე გამოვხატავ ასე.. მე ხომ არ ვგავარ ჩემს ნაწერებს. ვწერ და არც ვიცი რას იმიტომ, რომ ჩემი გონება საკუთარ თავსვე ეწინააღმდეგება. ტყუილში ვცხოვრობ(თ). ყველაფერი ტყულია. გვჯერა იმის, რაც ჩვენზე მოქმედებს, ან რითიც ჩვენზე მოქმედებენ. ყველანაირი ნიშანი,რომელიც გვიქმნის ილუზიას ტყუილია.
"მე ახლა უტოპიაში ვცხოვრობ. მე დაახლოებით 50 უცნაური ადამიანი მყავს (ფაქტიურად ყველა უცნობი), რომლებიც აქ ჩემთვის არიან. ისინი ჩემი ხელოვნური ოჯახია. მე არ მჭირდებოდა ხელისუფლება ჩემთვის, მე ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ეს შენც შეგიძლია. სულ მცირედი თავდადებაა საჭირო, რათა საკუთარი თავი საზოგადოების ნაზ რითმს შეაგუო, სულ მცირედი თვით-თავისუფლებაა საჭირო ფულიდან და ასევე მცირედი თვით-მოტყუება."
ჯერ კიდევ იმ ქაოსში ვარ, რომელსაც უფრო ტალახიან ორმოს დავარქმევ, საიდანაც თავს ვერ ვაძალებ იმას, რომ დათმოს ყველაფერი და წამოდგეს. არა, ისევ მე, ისევ ჩემი სიტყვები, ან ქმედებები. მათი ბრალია ეს ყოველივე. ალბათ, მეც ოდესმე გამოვფხიზლდები!

No comments:

Post a Comment