Wednesday, October 10, 2012

ფიქრები : რომელიღაც დღე.

მე თქვენთან ვთამაშობ, ზურგს უკან  და პირისპირ, გულწრფელად და თვალთმაქცურად.. ყველანაირს მნახავთ! თამამს, მხიარულს, უაზროს, მომაბეზრებელს, ერთგულს, ბედნიერს, უემოციოს ან რავი, როგორც გაწყობთ.
არ მომწონს, არ მომწონს ის, რომ მიწევს თქვენთან თამაში და იმ იდიოტური წესების დაცვა, რომელიც ამ თამაშს მოჰყვება ფსევდო ინსტრუქციაში. უნდა აყვე ამ "ხალხურ" წესებს ისიც იმიტომ, რომ რას ამბობთ, წესია ! ყველა მიჩვეულია გარშემო ამ სისულელეს და შენი პირდაპირი და სწორი ნაბიჯი უკვე გაუთვლელად და არასწორ საქციელად ითვლება.
ყოველთვის მეფიქრება ის, თუ რა იქნება იმის შედეგი, როცა ადამიანი იმას გააკეთებს, რაც გულით სურს და არ მოიწევს სათქმელის გადმოცემა, რაიმეს შესრულება ჩარჩოებიდან გადმოკიდებულს. რატომ არის ეს წესად, როცა შეიძლება უბრალოდ და მარტივად კეთდებოდეს ყველაფერი. ყველა ყველას ვუღიმოდეთ, ვიყოთ ბედნიერები იმით, რაც გვაქვს და არ ვღრღნიდეთ ერთმანეთს არარსებულის გამო ან უმიზეზოდ.
დღეს მე არ ვთამაშობ თქვენთან, მალვე დავაღწიე თავი იმ გარემოს, რომელშიც ფიგურები მოძრაობდნენ და რომლებთანაც უნდა მეთვალთმაქცა. ჩემთან ვარ, ჩემს გარემოში, ჩემს ოთახში. საკუთარი სიმყუდროვის ჰაერით ვძღები და 1-2 ფინჯან მუსიკას შევექცევი.
მიყვარს ეს სიმშვიდე, რაც ახლაა ჩემში, გარემოში, ხასიათში. რაღაც გარემოს ბუნებრივი ხმაური არღვევს თავისებურად მყუდროებას, მაგრამ შევეცდები გონება გამოვუთიშო იმ სამყაროს და  ვუყურო ჩემს ანარეკლს ფინჯანში რამდენიმე ან აკვიატებული მუსიკის არომატით გაიჟღინთლს.
სავსე ვარ აუხდენელი სურვილებით, რომლის ახდენაც საკუთარი სახსრებითაც შემიძლია და უბრალოდ რაიმე განსკაუთრებულს ველი, ეს ხომ "ჩვენ" გვჩვევია. მოტივაციების ისეთი შერწყმა მიმდინარეობს ეს დღეებია ჩემში, რომ არ ვიცი, რომელს ჩავებღაუჭო, ან რომლით დავიწყო ! გამოცოცხლების დროა, მაგრამ როდის ეგ მეც არ ვიცი.. !

" I have to be alone very often. I'd be quite happy if I spent from Saturday night until Monday morning alone in my apartment. That's how I refuel. " - Audrey Hepburn.

No comments:

Post a Comment