Monday, October 22, 2012

წარსულის ფაქტებიდან..


[.....] ამ მუსიკას ვუსმენდი და მივდიოდი..დავდიოდი.. ვფიქრობდი, რაზე, როგორ, რატომ არ ვიცი, მაგრამ რაც ახლა მრავლდება, მაშინ იწყებოდა !
თითქოს ვერაფერს ვხედავდი, თითქოს არც მიფიქრია, რომ შემეძლო იმის ნახვა, რასაც  ველოდი და თან არ ველოდი.
მივდიოდი, ჩემებურად მუსიკას მინდობილი და კონკრეტულ ტერიტორიას მიახლოვებულს, რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა.. ფიგურებს შორიდან ვერ ვცნობდი, ახალი ნასწავლი მქონდა მათი გარჩევა, მაგრამ დაიწყეს მოძრაობა ჩემში.. ფიქრებით და ძალიან ბევრი შეკითხვებით..
მეც ამ პატარამ, ახლადშეძენილლი აზრებით განვაგრძე პირდაპირ სიარული.. გამოსახულება თანდათან, რა თქმა უნდა, უფრო ნათელი და მკაფიო ხდებოდა, რაც ყველაფერს ართულებდა.
დავიბენი...
დაიწყო ყურადღების გადამტანი მოქმედებები, რომლებიც არაფერს ნიშნავდა. საერთოდ არაფერს, უბრალოდ თავს ვიღწევდი იმისგან, რაც გამორიცხული იყო, რომ ჩუმად გატარებულიყო.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და წამები, წამები.. ნაბიჯები...... >>
-ჰეი, აქ რას აკეთებ?
-რავი, მეგობარს წამოვყევი.
-ასე მალე?
-ჰო, ველოსიპედით.
-კაი,წავედი მე მეჩქარება. აბა ჰე, დროებით.
-კარგად.
ჰო, ის მომენტია სწორედ რომ გინდა წასვლა და თან არ გინდა. რომ გინდა დაამატო რაიმე სათქმელს და ვერ ამატებ, რომ მიდიხარ და გზადაგზა გახსენდება ის, რისი თქმაც ვერ მოასწარი ან ის, რითიც საუბარს განაგრძობდი, მაგრამ ის დანამდვილებით იცი თუ როგორ ხვდებიან ფიგურები ისეთ ადგილას, სადაც ასე მალე მათი გაჩენა შეუძლებელია.
ყველაფერს ხომ მიზეზები აქვს.. ჰოდა, ამ დღის მიზეზი ის რაღაც გაურკვეველი შეგრძნებები იყო, რომელიც არცერთმა იცოდა. მე ეს ვიცი, ვიცოდი, მახსოვს და ვხვდებოდი.

2 comments:

  1. http://www.youtube.com/watch?v=jQ3WPd1KyTM

    ReplyDelete
  2. და მგონი უფრო ეს.... http://www.youtube.com/watch?v=oGUSgEGCsXU

    ReplyDelete