Sunday, October 14, 2012

სიზმარი



უცნაური სიზმარი ვნახე, რა თქმა უნდა, დეტალურად არ დამამახსოვრდა ყველაფერი, მაგრამ ნამეტნავად ინტერესნი იყო. საიდან მოვხვდი იმ გარემოში არ ვიცი, მაგრამ როგორი მომენტიც იყო, საოცრად კარგი კადრი გამოვიდოდა ფილმისთვის, მუსიკასაც შევურჩევდი.
სადღაც მიტოვებულ შენობაში ვიყავი-თ, სავარაუდოდ, პოსტაპოკალიფსურ სიტუეიშენში. მუქი ფერები იყო და ფრიად საინტერესო გარემო. შენობაში, რომელშიც ვიყავით ძალიან დიდი ფანჯარა და მის უკან გაშლილი ხედი გამეხსნა წინ, რომელიც ასეთი იყო : გარეთ დაყრილი ტერაკოტის არმიის მუქი ყავისფერი თიხის ბევრი ფიტულები და უფრო მათი თავები, პრიჩომ, მაგრამ დრაკონებიც :/ პასუხგაუცემელი შეკითხვები ანდ აზერ.
და მერე ისევ უცნაურობა, უცნაური ადამიანი, ალბათ, ღმერთი იყო ეს "არა-ჩვეულებრივი" გაგებით გვესაუბრებოდა იქ "დარჩენილ" ხალხს მგონი იმაზე, თუ რას ვაკეთებდით იქ, ან რა მიზნით ვიყავით. შეეძლო იმის გაკეთება, რაც ჩვენთვის შეუძლებელი იყო და სხვადასხვა ნივთებს გვაძლევდა სურათის საშუალებით და შეგვეძლო მოგვეთხოვა კიდეც, უბრალოდ უნდა დამდგარიყავი სურათთან და მიიღებდი უთქმელად, მაგრამ მე რატომღაც არ მისრულდებოდა. მახოსვს, წიგნი მინდოდა, არ ვიცი რა წიგნი, ან რატომ, მაგრამ მან მითხრა, რომ დრო გავიდა და "სხვა" დროს აუცილებლად მივიღებდი.
იმასაც დავაკვირდი, რომ ეს "ღმერთკაცი" დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ, ბოლოს კი სხვა სახით შევხვდი მას, უფრო ასაკმომატებულს  და ძალიან უცნაური, მაგრამ პრიმიტიული ამბავი მიამბო, რომლის დაწერასაც არ ვაპირებ.
აჰ, შემდგომ კი შემდეგი რეისი  ჩვენი უნიკალური ცივილიზაციისაკენ მიემართებოდა, დილის ბუნებრივი ხმაური, მანქანები, სხეულები, ადამიანური ქაოსი და ა.შ....


1 comment: