Thursday, September 13, 2012

დასასრული..

"Это здорово" - Николай Носков

ყველაფერს რომ დასასრული აქვს რასაკვირველია.. და-სა-სრუ-ლი..!
ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაფერი მარადიულია, რა თქმა უნდა, სიცოცხლის გარდა.. ვფიქრობდი კონკრეტულად იმაზე, რაც მსიამოვნებდა, მახარებდა, მაფიქრებდა, მამოძრავებდა. არ გაინტერესებს არაფერი, გაბრუებული ხარ სიტყვებით, გრძნობებით, ემოციებით და არც გიწევს იმაზე ფიქრი, რომ სულ მალე შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.. არა, არა, არა...
პირიქით, მომავალზე ფიქრით აორმაგებ იმ ემოციებს, რასაც აღძრავენ-ხოლმე ჩვენში და სიამოვნებით ვიღიმით, როცა ახალი გამძღრები ვართ ფიქრებით. იცით? გემრიელია,თანაც ძალიან! არა,არ უნდა ვიყოთ იმის იმედით, რომ რაღაც კარგი, რასაც იმ მომენტში ვერაფერს დაუშავებ, რომ სადღაც უფსკრულისკენ მიაბიჯებს ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვხვდებით, შეიძლება 180 გრადუსით ამობრუნდეს..
ო,ღმერთო! რა ძნელია ყველაფრის კონტროლი ისე, რომ თან იცხოვრო საკუთარი ნება-სურვილებით, საკუთარი სიამოვნებისთვის.. არ გჭირდებოდეს ფიქრი იმაზე, თუ სწორად იქცევი, არაფერი გეშლება, ან ათასი მსგავსი სიტყვები მათთან მიმართებით, ვისთანაც გამძაფრებულია მგრძნობელობა, გადაკარგული ხარ სადღაც "იქ" რომელიც ყველასთვის განსხვავებულია.
(დიდი ხნის დაწერილი მქონია და ახლა წავაწყდი)

No comments:

Post a Comment