Tuesday, September 11, 2012

რაღაცას ვხარობ..

I Am Legend Soundtrack - I'm Listening

ვხარობ-თქო და რას ვუსმენ, მაგრამ აზრების მოკრეფვაში ხელს მიწყობს.
მიხარია, მაგრამ რა არ ვიცი, ან როგორ არ ვიცი, მაგრამ რა არის ამაში სასიხარულო საკვირველია. ცრუ იმედები ! მაინც მიხარია.
დილიდან ვფიქრობ, ქაოსია და თან როგორი გონებაში, გახარებული აზრები ეჯახებიან ერთმანეთს.. გროვდება, გროვდება და ვქმნი რაღაც არარეალურ ამბავს. სადღაც ვართ, რაღაცას ვაკეთებთ, ახლოს ვარ, ახლოს ხარ, ვგრძნობ, გგრძნობ, გიხარია, მეხები! არაფერი მთავრდება ცუდად, ყველაფერი რაღაც სასიამოვნოდ და კარგად ხდება. მეფიქრები.
არა, კი არაფერი, მაგრამ ნურც მირჩევთ, რომ ნუ ავფორიაქდები პატარ-პატარა ფაქტებით, ეს ხომ მეც ვიცი. უბრალოდ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რაზეც ვფიქრობ, რასაც წარმოვიდგენ და რაც მინდა..
დილით მინდოდა რაღაც ისე ჩამშვიდებულიყო  ყველაფერი, რომ საკუთარი ფიქრების ხმა და ფუსფუსი გამეგო, ფანჯრიდან ისევ მომხვეოდა სხეულზე დილის საშემოდგომო უცნაური  სიგრილე.. მეც მოვკალათდი ჩემს ნავში, რომელსაც გონება დავარქვი  და მოვუსვი ტალღებს ნიჩბები. ტალღებსაც სახელი აქვთ - ფიქრები.
 და გავცურეთ, ვიღიმოდით, ვოცნებობდით მე და ჩემი აზრები ერთად.. ჰაჰ, რა სასიამოვნოა, როცა სულიერ მდგომარეობასაც უტოლებ ამ ყოველივეს და, მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არც იცი მოხდება თუ არა, საკუთარ თავს სთხოვ, რომ ცოტას იფიქრებ, ისე იფიქრებ თანაც, რომ მთელი სხეულით სადღაც "იქ" ერთვები. არ მწყდებოდა გული "იქიდან" რომ გამოვდიოდი და რეალობაში ვბრუნდებოდი. აი, სწორედ ამიტომ აღარ ვსაყვედურობ საკუთარ თავს "იქ" გამგზავრებას..
 მე მიხარია, მე ვისურვებდი და მინდა კიდეც, რომ ადამიანი იმავეს გრძნობდეს, იმავეს ფიქრობდეს, იმავეს ოცნებობდეს, როგორც მე ვარ.. როგორც მე მინდა იყოს და როგორც არ ვიცი მოხდება თუ არა... ყველაფერს დრო მიხედავს თავისებურად. ან კარგად, ან ცუდად, მაგრამ ყველა შემთხვევაში კარგად.. რაღაცის დავიწყებით და ახლის დაწყებით.

(ძველი ჩანაწერებიდან......)

No comments:

Post a Comment