Monday, August 6, 2012

დილა.

Burial - Kindred

რა უცნაურია.. დილა, რომელიც როგორც წესი, ახალი დღის დასაწყისია და  რაღაც სიახლის წამომწყები, ან რაიმე მსგავსი.. ჩემში შიშს ტოვებს.
ვახელ თუ არა თვალს, ეგრევე მიჩნდება იმის შეგრძნება, რომ მარტო ვარ..სიმშვიდეა, ისევ მარტო უნდა ვიყო და საკუთარ თავთანვე შებრძოლებაც მეთვითონვე მიწევს..
ასე მგონია, რომ ეს არა რაღაცის დასაწყისია, არამედ დასასრულია.. უცნაურია,მაგრამ ასეა.. დილა ეგრევე ფიქრით იწყება და საფიქრალი რომ არაფერი მაქვს სწორედ ეგ მაშინებს.. მაწუხებს..
მორჩა ის დღეები, როცა თითოეული გაღვიძება რაღაცას ნიშნავდა ჩემში. გაქრა ხალისი, მოლოდინი, სიხარული.. უბალოდ გაუფერულდა ყველაფერი და მოღუშული აწყვია თავის კუთხეში.. ყველაფერს იმედის სხივი აკლია, რასაც არც ველი. არ ველი იმიტომ, რომ არ მინდა.. ასე მგონია, რომ რაღაცას დავკარგავ, რაც უკვე დაკარგულია.
ცოტახანში სწავლაც რომ დაიწყება და ისევ ისეთი რომ აღარ იქნება ყოველი დილა, როგორიც იყო, მაწუხებს, მწყინს.. ვინ იცის, იქნებ უკეთესიც იყოს, მაგრამ სანამ არ დავაგემოვნებ, იქმადე ვერც ვისაუბრებ ამაზე.
არ მიყვარს მარტო ყოფნა, არ მიყვარს.. მინდა ვიღაც ყოველთვის იყოს გარეშემო, თუნდაც ზრუნავდეს,ან ელემენტარულ ყურადღებას მაქცევდეს.. ისე უსუსური ვარ..
ღმერთმა იცის რა მოხდება, რა როგორ იქნება.. არ ვიცი, რას.. როგორ შევეგუები.  არ მინდა ამ უიმედობამ ხალისი ჩაკლას ჩემში.
 რაღაც მაკლია- ბედნიერება.

No comments:

Post a Comment