Friday, August 3, 2012

სუნთქვა გამიჩერეთ.

Robert - Let Me Sign

უბრალოდ სახეზე რომ ავიფარო ხელი და სუნთქვა გავიჩერო ეგ მინდა.
დავისვენებ,
აღარც წუხილი,
დარდი,
სევდა...
იქნება რაღაც სხვა, რაღაც ახალი - განსხვავებული ! რას შეცვლი რომ ამით? არაფერს.. შევცვლით 2 წამით, ორი წუთით, ორი საათით, ორი დღით, ორი კვირით, ორი თვით, მაგრამ ორი წლით? -  არა.
იქნება ყველაფერი ისევ ისე.. რეალობა ისევ ფერადი, ან უმეტესად შავ-თეთრი, მაგრამ ჩვენთვის ჯერ არ ვიცი როგორი.. ძნელია გაიგო რა ხდება გარშემო. გაურკვეველია ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანები საკუთარ სხეულებს ნიღბავენ.. 2-3 სახით ადამიანის სწავლა ძნელია..
 გღლის ეს, ეს რეალობა.. ეს იმედგაცრუება.. ეს ტკივილი... გინდა, რომ გაჩერდე.. შეწყვიტო სუნთქვა იმ იმედით, რომ დაისვენებ! რა დასვენება, რა განტვირთვა! ფუ, ღმერთმანი, ამაზრზენია ყველაფერი.. როდის მივხვდებით ამას და არ ვიცხოვრებთ ილუზიებში ! ამას ჯერ ვერც მე ვხვდები, უბრალოდ ვსაუბრობ.. რაც მინდა, რომ მჯეროდეს, რასაც მინდა, რომ ვაკეთებდე... სადღაც ვარ.
არ არსებობს? არ შეიძლება? არ შეგვიძლია ავაწყოთ ეს რეალობა ისე, რომ გზაში არაფერი წაიქცეს, ან ვინმემ არ წააქციოს.. ყველა და ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენთან ერთად იზოლირებულები გავხადოთ ისევ და ისევ ყველაფრისგან!
გულის რევას ვერ ვიჩერებ.. გაბრუებული ვარ თავბრუს ხვევით..გარემო მწყენს, მომწამლა.. ხალხი მღლის, მძაგს, მეზარება!
ვერსად გავრბივარ, ისევ საკუთარ კუდს დავსდევ და ახალ ნაბიჯს ვერ ვდგამ ! უკნიდან რაღაც მიჭერს. ვმოძრაობ,მაგრამ ისევ ერთ სამყაროში და ერთ რეალობაში..ადგილს ვერ ვინაცვლებ,მაკავებენ!
ვძრწი.
მოდი, ვამშობიაროთ აწმყო ისე, რომ მომავალი კარგი შვას... წარსულს ვერც გავეკიდებით და ვერც კისერზე ჩამოვეკიდებით.. ვერც ამოვაბრუნებთ, ან გადავატრიალებთ.. ურყევი და უცვლელია..
 ვი-მო-ქმე-დო-(თ)!

No comments:

Post a Comment