Wednesday, July 25, 2012

რაღაცნაირი რეალობა..

David Lynch - Ghost of Love

ვიცი, ყველაფერი ვიცი!
არ ვარ, ცუდი ვარ.. გული მერევა საკუთარ თავზე, საკუთარ მეზე, ისევ საკუთარ თავზე და პიროვნებაზე... ყველაფერზე!
ვარწყევ ამ რეალობაზე..
აღარ მომწონს ჩემი მე.. ხელს მიშლის, მახმაურებს, მღლის, ან მაწუხებს... ასე ვთვლი.. საზოგადოების რეაგირებიდან გამომდინარე.. საზოგადოების ქმედებებიდან, დამოკიდებულებიდან და საერთოდ..
ყველაფერმა დამღალა, ყველაფერში ვრწმუნდები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დავრწმუნდი. არ ვიცი რა ვქნა, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე..
არ არსებობს გზა.. არ მაქვს საშუალება, მიჭირს, ღარიბი ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია გავიღო სახსრები იმისთვის, რაც ჩემს საკეთილდღეოდ წამადგება. ყველაფერი ამაზრზენია!
ან მე ვარ ამაზრზენი და ყველაფერს ვრევ,რომ დამნაშავე არ გამოვჩნდე. ესაა ჩემი-ჩვენი პრობლემა. თითქოს იმდენი რამის თქმა მინდა ახლა, რომ ვერ ვტევ სიტყვებში ამ ყველაფერს. მიჭირს ასოების აკრეფვა და ერთად ისე დაწყობა, რომ სრულად ჩამოვაყალიბო აზრი.
მტკივა.
მწყინს.
ვეჭვიანობ.
მაწუხებს.
ვნატრობ.
მიყვარს.
მძულს.
ვერ ვიტან.
ვერ ვხარობ.
თუ გინდათ თანმიმდევრობა აურიეთ, არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. ასოებიც შეცვალეთ.. მაინც არაფერი შეიცვლება. წაშალეთ!
შემცვალეთ, მლანძღეთ, აზრზე მომიყვანთ!! ძნელია ყველაფერთან შეგუება.. თითქოს რომ გვგონია ყველაფერი შეგვიძლია,ყველაფერს შევძლებთ.. არადა, გამოუსწორებელი ნაძირლები ვართ ! ნუ მწყინს და ნუ მტკივა ის, რაც მართლაც უნდა მწყინდეს და მტკიოდეს. პატარა ბავშვივით ვარ.. იმხელა ყურადღებას ვითხოვ, რომ ვერც ვიღებ და შეუძლებელია ამის დაჯერება,რომ მორჩა, შენ ხარ შენთვის, იქნები შენთვის და არავინ სხვა..
ავად ვარ, იმ ავადმყოფობით, რომელსაც მიჩვევა ჰქვია. რომელსაც ვერ ხვდებიან, რომ მჭირს. ვერ ხვდებიან,რომ ის.. ის პატარ-პატარა ჰაერზე მოსული სიტყვები გულს მტკენს... ვერ ხვდებიან,რომ მიყვარს სითბო,ყუადღება და ამგვარი ნაძირლობები. რა ნარკოტიკია, ღმერთმანი!  ჩემს სულს იმდენი რამ ჰკიდია ტვირთად, რომ ახალზე და კარგზე ვეღარ რეაგირებს,ფიქრობს, მოქმედებს.. მგონია,რომ ათასი რამ ამძიმებს სულს,მაგრამ სულაც ერთია ათასი განშტოებით! დავრწმუნდი.
მინდა ვიყო აზრი, აზრი რომელიც არ ცოხვრობს დედამიწაზე, არც დააბიჯებს, არც სუნთქავს და ლაპარაკობს.. უბრალოდ, ადამიანის გონებაში რომ გაიღვიძებს ხოლმე ისე,რომ სხვებისთვის მიწვდომელია,გაუგებარი... მინდა ვიყო აზრი, იდეა, რომელიც გავჩნდები მასში, წავიყვან.. გავიყოლებ.. ავიყოლიებ.. ჩემს ტალღაზე გადმოვრთავ და ჩემს მარიონეტად ვაქცევ მას..! რა არის ან ვინ არის არ ვიცი. ისევ ვიტყუები!
ბოროტი ვარ.
მაგრამ არ მაინტერესებს, არც მადარდებს, ან იყოს... მადარდებდეს...როგორც გინდათ!
გულს მირევთ, სუნთქვას მიშლით, ვერ ვმოძრაობ, მაწუხებთ..

No comments:

Post a Comment