Monday, July 16, 2012

სადღაც ფიქრში..

Blonde Redhead - Black Guitar

ოჰ, ღმერთო !
ვგიჟდები ფიქრზე..
მიყვარს..
მსიამოვნებს..
მავსებს...
მამშვიდებს..
მაგიჟებს..
 ვუკვირდები საკუთარ თავს, საკუთარ ნება-სურვილებს და ვხვდები, რომ ვგიჟდები ფიქრზე.. ვარჩევ ადგილებს, ვარჩევ გარემოს, ამინდს, ჰაერს, ტემპერატურას, მუსიკას, სულიერ მდგომარეობას და ვიწყებ ფიქრს !
ღმერთმა უწყის რა ხდება ჩემს გონებაში, აზრები და ფიქრები ერთმანეთს ეჯახებიან.. ხანდახან ისე კარგად ერწყმებიან, რომ უკან ვახვევ და ახლიდან ვიწყებ..
მიყვარს დილით ფიქრი.. მიუხედავად იმისა, რომ ათასი შავი სახეა ჩემს გარშემო, სიბინძურეა, სიბნელე თუ სინათლე ეგეც გაურკვეველია..
დილით, როცა სხეულზე რაღაც შეხებას ვგრძნობ და აღმოვაჩენ, რომ გათენდა.. ნიავი და გარემო მაფხიზლებს, გონებაც ავტომატურად იწყებს ფიქრს, რაღა თქმა უნდა, თუ არსად ეჩქარება სხეულს..  უყვარს თვალების დახუჭვა და ყველაფრის ისე წარმოდგენა....
უყვარს,რომ ამ დახუჭულ თვალებს მაინც სიბნელისკენ მიუთითებს-ხოლმე.. სხეულს ექაჩება ამისათვის საჭირო ადგილის მოსაძებნად და განსასვენებლად..
უკუნით სიბნელეში რომ მოვხვდები, ყველაფერი ჩემია.. ყველა ჩემია, რასაც მინდა ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ იმიტომ,რომ შეუძლებელია.. ერთ წერტილს ვარჩევ, მყარად ვდგავარ დ ავიწყებ მოქმედებას...
მიუხედავად იმისა, რომ ოცნება ოცნებაა, ფიქრიც ფიქრია.. საკუთარ თავს ვაკონტროლებ და ბევრ რამესაც ვუკრძალავ..
უცნაურია..
ჰოი, ნეტავ ამაღწერინა დღეს როგორ მეამა დილა.. როგორ მეამა მუსიკა, რომელიც ჩემში ისე თავისუფლად დაძვრებოდა, რომ არაფერს მეკითხებოდა,რომც სეეკითხა არ ავუკრძალავდი, მაგრამ მაინც.. მე ხომ მესაკუთრე ვარ..
როგორ მინდოდა ვყოფილიყავი სადღაც, მარტო.. ჩემთვის, ან ყველაფერთან ერთად...სადღაც დიდ სივრცეში, ან სულაც სიმყუდროვეში.. როგორ არ მინდოდა გაჩერებულიყო ის მოძრაობა, რომელშიც ვიყავით მე და ჩემი სხეული.. თითქოს რაღაცას ვითხოვდი, რაღაცისკენ ვიწევდი.. ტუჩებს ვაყოლებდი, მაგრამ იქვე მორცხვად ვჩერდებოდი.. გარშემო იმდენი მძიმე სული იყო, რომ მეშინოდა ვინმეს დავენახე.. ვინმეს დაენახა ჩემი ჩურჩული, ან მოესმინა ერთი სიტყვა, ერთი ასოც კი !
ზოგჯერ როგორ მეშინია ჩემი ფიქრების და ზოგჯერ როგორ ვამაყობ მისით ! სრული ქაოსია ჩემში.. მეც ვერ გავრკვეულვარ რა მინდა, რატომ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ვარ.. აი, კიდევ ქაოსი !
მიუხედავად ჩემი შინაგანი სისუსტია, შინაგანი არეულობისა და კიდევ ვინ იცის, რამდენ რამეს მივაწერდი ამ ყველაფერს.. სხვისი სხეულიდან კარგად გამოვიყურები.. მტკიცე ვარ, ძლიერიც..არაფერი მაშინებს, მაგრამ არავინ იცის, რომ ისევ ყველაფის მეშინია !
ხშირად, ძალას მმატებს ჩემივე თავდაჯერებულობა, მაგრამ შიგნით, ჩემს ფსევდო-ფერად სამყაროში, ვგონებ, რომ ძალიან ბნელა.. ან მალე დაბნელდება ისე, რომ იმედის გარდა ვერაფერი გაასხივოსნებს მას.. რა თქმა უნდა, იმედიც ასე უხეშად და ზოგადად არა.. თავისივე კონკრეტული მნიშვნელობით.. კონკრეტული სხეულით..
..იქნებ სულაც ვცდები? დავუსვამ საკუთარ თავს ამ შეკითხვას და იქნებ სულაც შიშმა განაპირობა ჩემი გონების ამ მხრივ წარმართვა და ფიქრების ჩამოდინება ისე, რომ საკუთარ თავს შინაგანად ვასუსტებ?
არ მესმის საკუთარი თავის, არც სხვისი სულების. ამავდროულად, თითოეული ნაწილაკითაც კი ვცდილობ მათში შევიჭრა, ან უფრო მასში.. გავიგო რა ხდება, რაზე ფიქრობს მისი გონება.. რა სიამოვნებს, ან  რა "სძულს" ჩემში...ვიცი, რომ მეკტინება, რომ მეწყინება, რომ გამიკვირდება და რომ არ მოველი ისეთ ფიქრებს გადავფურცლავ,გულიც ამიჩქარდება და სევეცდები ჩემივე პატარ-პატარა ფიქრებით გადავფარო იმ ფიქებით გამოწვეული ემოციები ჩემში,რომელმაც ამაფორიაქა, მაგრამ თანახმა ვარ...
მზად ვარ ტკივილისთვის..
არ ვიცი შინაგანად როგორია, გარეგანს ვუძლებ და ვებრძვი,, გამაცანი!

არ ვიცი როდის დამშვიდდებიან ჩემი ფიქრები, მაგრამ ზოგჯერ მაინც ძალიან მსიამოვნებს ამ არეულობაში შემოჭრილი საკუთარი თავის მოტყუებით შექმნილი სიუჟეტები.. თავსაც ვირწმუნებ და ცოტახანი ვიჭრები სიამოვნებაში.. ვპირდები სხეულს, რომ მალე დავბრუნდები, რომ საზიანო არაა, რომ გადამივლის... და მეც ვბრუნდები.
..

No comments:

Post a Comment