Tuesday, July 10, 2012

სადღაც ფიქრების განზომილებაში :/

Thief - Her Name Is Calla

უცნაური სახელი აქვს ამ პოსტს..მნიშვნელობასაც მალე გაიგებთ.. ჯერ მუსიკით დავიწყოთ და დანარჩენს მერე მივედ-მოვედები..
დილა ამ სიმღერით დავიწყე.. დავიწყე თუ დამიწყო საკითხავია..მელოდიას ნელ-ნელა რომ შეყვები, ვერ გაიგებ მერე სად ხარ, რას აკეთებ, რა გინდა.. არც გინდა იქ იყო სადაც რეალურად ხარ, მაგრამ იქაც ვერ იქნები, რა თქმა უნდა, რასაც წარმოიდგენ, იმიტომ რომ ყველაფერი  ილუზიაა.. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.
მალე შავდება, უფერულდება და ისევ იგივე ფიგურები, სილუეტები და მოქმედებები ჩნდება, სანამ იმ ფსევდო რეალობაში გავემგზავრებოდით, რომელიც ილუზიამდე რამდნეიმე სადგურით წინაა..
კარგი, ფიქრით ვფიქრობთ, მაგრამ არც მშვიდად ფიქრი გამოდის..
დღეს,როცა არც კი მახოსვს რას ვუსმენდი, ნელ-ნელა მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც ჩემი ფიქრი ასმაგდება ! სასწაული სისწრაფით მრავლდება ერთმანეთზე და გადადის უსასრულობაში.. ერთი ფიქრი მეორეს ელპარაკებოდა ჩემში.. თითქოს მე მესამე პიროვნება ვიყავი და ვუყურებდი მათ საუბარს.. იყო აკრძალვა და მეორის მხრიდან თავის მართლება...თითქოს, მისთვის საზიანო არ იქნებოდა ის, რაც ერთმა მეორეს აუკრძალა.. იმართლებდა თავს და, ამასთან, ფიქრი ნომერი ორიც კი თავის მართლების დროს ფიქრში იყო ჩაძირული.. ამ ყველაფერს რომ დავუკვირდი გამეცინა.. რა უცნაურია, უცნაურზე უცნაური, რომ ეს ყველაფერი ასე ტრიალებს, მოძრაობს, ბრუნავს და გადის.. აღარაფერს ტოვებს და ეგოისტურად შორიდან გიღიმის...იჯერებ,რომ რაღაც იყო.. ამ დროს კი სულაც არაფერი...
ფანჯარა მაქვს ღია, ნიავს ველოდები.. აქტიურად ვმასპინძლობ მას სხეულით, განსაკუთრებით - ზურგით, მაგრამ არ შედგა დღეს ჩვენი ვიზიტი.. დღისით ძალიან უხეში იყო... აი, ღამე კი ჩემია... მთელ სხეულზე მეკვრის, ვსუნთქავ, მოძრაობს ჩემს გარშემო...
ვფიქრობ ახლა იმაზე, თუ როგორი შინაარსის წინადადება აიწყობა შემდეგ ხაზზე სიტყვებით, მაგრამ პასუხი არ მაქვს და მიზეზად ტკივილს მოვიყვან.. რაღაც გამეფიქრა, თითქოს უნდა მტკიოდეს, რომ ვწერდე.. უნდა ვწუხდე ძალიან, რომ ვწერდე...
ყველაფერი იმდენად საინტერესო და ამავდროულად დამღლელია, რომ აღარ ვიცი რომელ ერთს გავუკეთო უტრირება... ბოლოს მაინც ილუზიამდე მივიყვან ყველაფერს.. ასე რომ, არ შევეხები.. დავტოვებ ისეთს, როგორიც არის...

2 comments:

  1. ar danebde jer adrea ibrdzole,tu waageb mxolod mashin roca masze fiqrebi dagaviwydeba,rac mere shens sul sxvanair chanawerebs daudebs safudzvels!!!sadac ukve sasiamovnod gatenebul dilaze da gazafxulze ufro meti aqcenti iqneba gaketebuli...da game ro dawvebi bednierebisgan mozgvevebuli fiqrebi (shegawuxebs)da tkil dzilsac gisurvebs...))))

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete