Friday, June 29, 2012

ფსევდო რეალობა..

Music :
Ocho - Be My Baby. . .

დავიღალე..
დავიღალე იმაზე ფიქრით, რაც არ არის, რაც არ მოხდება, რაც უკვე აღარაფერს ნიშნავს და რაზეც არ უნდა ვფიქრობდე,მაგრამ მარტივი არ არის ამ ყველაფრის გონებიდან ამორეცხვა !
დავიღალე..
მინდა ყოველი დილა ისე თენდებოდეს,რომ იმაზე ფიქრი არ მიწევდეს რითი დავკავდე, რა გავაკეთო იმისთვის,რომ ფიქრებში არ ჩავიძირო, არ მიწევდეს წუწუნი. დავიღალე..
მინდა მქონდეს რაიმეს ხალისი, არ ვფიქრობდე კიდევ ერთხელ, არა,არა და არა! არც დღე და, მით უმეტეს, არც ღამე !  დავიღალე..
ახლა ზაფხულია, მე ზამთარს ვითხოვ.. ცივს, უხეშს, გაყინულს.. თითქოს რაღაც ჩემია იქ დარჩენილი, დაიტოვეს და გაყინეს.. უნდა დავბრუნდე, ყველაფერი  გავათბო და და და.. დაა...  არც არაფერი..
ისევ სიცრუე, ისევ ტყუილი იმედები, ისევ ფანტაზია.. დავიღალე...
მშურს მათი,ვინც მხოლოდ ყოველდღიურობაზე ფიქრობს, ვისაც ყველაფერი მარტივად შეუძლია გაყაროს და მიიზიდოს. არ მესმის, ვერ ვხვდები, როგორ ხდება ისე,რომ ასე თავისუფლად,უპრობლემოდ ეგუებიან რეალობას. სიტყვა დარდიც კი შორსაა მათგან.. არა შეგრძნება,არამედ თვითონ სიტყვაც კი ! დავიღალე...
ყველაფერი რომ დროებითია, მეც ამ დროებითობას დავეყრდნობი, დავამძიმებ და დაველოდები. თითქოს ვარწმუნებ თავს, რომ იმ რაღაცა დეტალს,ფაქტს ან რაც შეიძლება მოხდეს, არანაირი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მარტივად გავატარებ,მაგრამ შიგნით სირღმეში ყველაფერი სხვაგვარადაა... დავიღალე...
პატარა ვარ, ეს ყველაფერი პირველად განვიცადე, პირველად ვფიქრობ, ვგრძნობ, ვწუხ და, ალბათ, ამის ბრალია.. თუ არ არის,მაინ ამას დავაბრალებ.. ვითომ, საკუთარ თავში გავერკვიე და მიზეზიც ვიპოვე,რომელსაც ჩავეჭიდები..
მინდა ყველაფრისგან განვთავისუფლდე.. იმ სიმძიმისგან,რომელიც ასე ძალიან აწევს ჩემს სულს და თრგუნავს.. არადა, არ ვარ ეს, სხვა ვარ მე... ნუ მრავლდება ჩემი ფიქრები ერთმანეთზე, მარტივად გადაესვას ხაზი და შეიკვეცოს.. შეიკვეცოს და დარჩეს ტოლობის იქით ერთი მთლიანი პასუხი.. ერთი ერთს მარტივად გაუსწორდები. სიმრავლეს ვერ ვერევი...
ნუ წუხ, ნუ.. ნუ ! გადავა,წავა,გაქრება ყველაფერი.. მალე, სულ მალე,, მინდა მოკვდეს, მოკვდეს თანაც როგორ !! ძალიან მაგრად, ურეაქციოდ, უცრემლოდ, უმტკინვეულოდ... მოკვდეს სულში,გონებაში,მეხსირებეაში და "ჩემს ცხოვრებაში.."
იმედის სხივს ველოდები, რაღაც ნათელ წერტილს, ჩაბნელებული სული რომ გამინათოს, გააფერადოს, ააყვავოვს... გაზაფხულივით გამოფხიზლდეს გონება და მერე მთელ სხეულში გაჯდეს, გათავისდეს...
მორჩეს ეს ცრუ რწმენები, ყალბად შექმნილი რეალობა და ქაოსურად ფიქრი არარსებულ მომავალზე. მე ვისწავლი, მე შევძლებ.. მე შემიძლია !
გამოვძვრები, ჩამოვირეცხავ და განვთავისუფლები ამ ჭუჭყისგან....
დავიღალე...
...

No comments:

Post a Comment