Saturday, January 26, 2013

ესს....



შენ მკითხე :
- ახლა რა გინდა ყველაზე მეტად?
მე: ალბათ, უფრო ის, რასაც შენ მომიფიქრებ..
ის: ეგ როგორ?
მე: ჩვეულებრივ..
(შენ გაჩუმდი და ისევ მე დაგიმატე როგორც ყოველთვის რომ..)
მე: რაიმე ისეთი, რაც არასდროს დამავიწყდება.. ყველაზე განსაკუთრებულად, ყველაზე თბილი და კიდევ უფრო ტკბილი...

დიალოგი გაგრძელდა იმაზე საუბრით და იმის გაგებით, თუ რას მოვითხოვდი, მაგრამ ყველაფერი მალევე დასრულდა..
გავიდა ერთი დღე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და დაიკარგა...
არ დამწყდა გული, მივეჩვიე ამას და.. უბრალოდ დროს ველოდებოდი... ასეთი დღეები ყველაზე "ფიქრიანია" . . ვერ ისვენებ, ფიქრობ ძალიან ბევრს.. ინტერესი და ფიქრი ისე ირევა ერთმანეთში, რომ ვეღარ ხვდები საით წახვიდე.. ამ დროს უბრალოდ უნდა გაჩერდე, ან დაელოდო..

ხან წვიმდა, ხან მზე იყო.. დღეები უბრალოდ გადიოდა.. ზოგჯერ ჩანდი, ზოგჯერ არა...
___________
"მირეკავ"
მე: ჰო..
შენ: სად ხარ?
მე: სახლში მივდივარ..
შენ: შეგიძლია მნახო?
მე: არ ვიცი, ალბათ, თუ მოვახერხებ.. გვიანია უკვე
შენ: მოიფიქრე რამე, შეეცადე აუცილებლად..
მე: რამე ხდება?
შენ: უბრალოდ მინდა, რომ მნახო.. გელოდები.
მე: შევეცდები, დაგირეკავ.
....
მივედი და  არცერთ ზარს არ პასუხობს.. გავბრაზდი, რა თქმა უნდა, ძალიან გავბრაზდი..  დავჯდექი და ვფიქრობდი რა სულელი ვარ-თქო..და რეკავს..
ის: კიბეებზე ამოდი..
მე: რატო? სად ხარ? რა ხდება?
ის: დამიჯერე და ამოდი..
მე: შენ ჩამოდი, არ ვიცი რას ამბობ და არც ის ვიცი სად ავიდე..
ის: ჩემი სადარბაზოს კიბეს ბოლომდე ამოუყევი და ზემოთ მნახავ.
მე: ?

მივდივარ და ცოტა მეშინია, არ ვიცი რა ხდება, არც მიხსნის და თავში ათასი რამ მიტრიალებს..
მობილურზე შეტყობინება : მოდი, გელოდები..
ავედი და დამხვდა ბოლო კიბის თავში, რატომ იღიმოდა არ ვიცოდი.. ათასი შეკითხვა დავუსვი სანამ ბოლო 10 საფეხური ავიარე და ყველა უპასუხოდ..
ცხრა.. ათი.. მოვიდა და ჩამეხუტა.. მე ისევ ვცდილობდი პასუხის გაგებას და თვალები დამახუჭინა.. მითხრა, რომ უბრალოდ გავყოლოდი მას და საშიში არაფერი იქნებოდა.. ვერ ვხედავდი სად მივდიოდი და სად მივყავდი.. ჰაერი ვიგრძენი და მივხვდი, რომ გარეთ ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო მიწაზე.. მუსიკის ხმა გავიგე.. იმ მშვიდი მუსიკის, რომელიც ყველაზე ტკბილია ყველაზე თბილის დროს.... ჩუმად მივყვებოდი და ველოდებოდი მის სიტყვებს.. მითხრა გაახილეო და წინ იდგა...

გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა და ამ მდგომარეობაში ვათვალიერებდი გარემოს.. ეს იყო ყველაზე საოცარი, ყველაზე სასიამოვნო და ყველაფერი რაც ასეთ სიტუაციას შეეფერება.. ან უნდა შეუფერო..
ჩვენ ვიყავით სახურავზე, რომელიც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ოცნებაში.. ყველაფერი იყო საოცრად მყუდრო.. 'კომფორტული' ზედმეტია ამისთვის..ერთი სიტყვით ვერ ვასახელებ... თქვენი თვალით უნდა ნახოთ..
შენ იღიმოდი, რაც მე უფრო მათბობდა.. იქ ციოდა.. ჩაის სუნი მეცა, ის იმ დროს ისეთი არომატული იყო, როგორც არასდროს..
ის: შაქარი რამდენი?
მე : ორი.. ხელით ვაჩვენე..
მე ისევ ვიდექი და გაოცებული ვიყავი ყველაფრით.. ღამე იყო, მაგრამ საოცრად ნათელი მთვარის შუქით.. რამდენიმე წუთი გაშტერებული ცას ვუყურებდი და მიხაროდა... მიხაროდა ის, რომ ზუსტად ამ დღეს, ამ დროს და ამ წამს დაემთხვა ცა.. ასეთი ლამაზი... დიდი მთვარით და გადაჭედილი ვარსკვლავებით..
მითხრა მოდი დაჯექიო და პლედზე დავჯექი.. ჯერ კიდევ ხმა არ მქონდა ამოღებული, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს ხვდებოდა თვალები ისე მიბრწყინავდა.. ჩაი მომაწოდა და ის ყველაზე გემრიელი ნაზუქი, რომელსაც ვნატრულობდი... მუსიკა არ ჩერდებოდა, მთავრდებოდა და იწყებოდა ახლიდან, არც გვბერზდებოდა.. ცოტახანი ვუყურებდი მას და მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.. ვცდილობდი ეს მყუდროება არ დამერღვია ჩემი სიტყვებით..ან ვცდილობდი მეპოვნა შესაბამისი სიტყვათა მყარი შეთანხმებები, რომლებიც იმას აღწერდა რასაც ვგრძნობდი..
ამის სანაცვლოდ ლოყაზე ვაკოცე.. ეს იყო ყველაზე ტკბილი, ყველაზე თბილი იმ კოცნებს შორის, რომელიც ოდესმე ყოფილა...
იღიმოდა და ვივსებოდი მისი ღიმილით... კუთხეში იყო უცნაური ფორმის, მაგრამ ძალიან ლამაზი სანთლები, რაც მეხმარებოდა მთვარის შუქთან ერთად მისი სახის უკეთ დანახვაში... ვაპირებდი მეკითხა სად იყო, რატომ მე.. ეს ყველაფერი, ან მინდოდა მიმეღო რაიმე, რაც ცოტა ხნით ისევ გამაჩუმებდა და აღარ მოუწევდა ჩემი მოსაბეზრებელი კითხვების მოსმენა.. გაეცინა და ჩამეხუტა.. "ზოგჯერ დრო გვჭირდება და მარტო ყოფნა იმის გასაცნობიერებლად, რომ გავიგოთ რა გვინდა და რა გავაკეთოთო..." მეც სათქმელი არაფერი დამიტოვა თავისი მოკლე წინადადებით..
მუსიკა გველაპარაკებოდა თავისი ტექსტებით,  ცა ჩვენს გარშემო იყო.. მე მის მხარზე მედო თავი, ყელთან ახლოს, მის ტკბილ სურნელში, მის სითბოში.. მისი სუნქვა იმ მომენტში ყველაფერი იყო ჩემთვის...
ჩანდა თითქოს უბრალო, მაგრამ ეს უბრალოება ისე აიდეალურებდა იმ ყოველივეს, რომ საკმარისზე მეტი იყო...!
ბედნიერი ვიყავი ვბრწყინავდი..
მიხაროდა..
ვ-ხარობდი...
გ-ხარობდი..
მეფერებოდი ჩემს პატარა სახეზე შენი გრძელი, ლამაზი თითებით და თბილი დიალოგებით.. არ მინდოდა დრო გასულიყო... არც იქით, არც აქეთ.. არც იმ მომენტის გარეთ.. არაფერზე მეფიქრებოდა.. არაფერი მინდოდა, იმით ვტკბებოდი, სადაც ვიყავი.. მე და შენ :)

No comments:

Post a Comment