Sunday, January 13, 2013

ისევ ფიქრი..



დიდი ხანია არსად გავსულვარ.. ამ გასვლაში, რა თქმა უნდა, მარტო ყოფნას ვგულისხმობ საკუთარ თავთან და ფიქრებთან.. მინდოდა ის გამეკეთებინა, რასაც აქამდე ვაკეთებდი.. არ მბეზრდებოდა არცერთი ნაბიჯი და არცერთი ფიქრი, არცერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივი იყო.. დამიჯერეთ, რომ რთული იყო..ძალიან!
არ მიყვარს ხანდახან როცა მზეა.. მზეს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ამ სეზონზე არ მსიამოვნებს ზოგჯერ მისი სტუმრობა.. ჰოდა, სწორედ დღეს რომ ჩაიმალა მაშინ მომინდა მარტო ყოფნა, იმ გზას გავყოლოდი, რომელსაც ხშირად მივუყვებოდი და ვმშვიდდებოდი.. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ რაღაც მომენტში მომიწია გარეთ გასვლა და ზუსტად ის 5-10 წუთი გადავაქციე (უფრო სწორედ შევეცადე,რომ გადამექცია) იმ დროდ, რა დროც მჭირდებოდა იმისთვის, რომ მესუნთქა..მარტოს, ჩემთვის.. ჩემი მუსიკით და აწ უკვე ბევრჯერ ნაფიქრი ფიქრებით..
დაღამდა და ცას რომ ავხედე გამეღიმა.. ვარსკვლავები იყო.. ერთი განსაკუთრებით ანათებდა და დამყურებდა თავზე.. არ ვიცი, ალბათ, რამის თქმა უნდოდა, მაგრამ დრო არ მქონდა მოსმენის.. დრო არ მქონდა იმის, რომ დავმჯდარიყავი და დიდხანს მეყურა.. სამაგიეროდ, გონებაში გაჩნდა ფიქრები,რომლის განხორციელებაც მომინდა.. მინდოდა სითბო, ამაღლებული ადგლი, თბილი პლედი, ჩაი თერმოსით, ნაქსოვი სამოსი და "თბილი" გარემო ტკბილი დიალოგებით...მინდოდა მელაპარაკა ბევრი, მომეყოლა მისთვის უკვე მობეზრებული ან ბევრჯერ მოსმენილი ამბები.. გამემხილა ახალი ფიქრები და წარმოდგენები.. წამეკითხა "ჩემი ჩანაწერები," თუნდაც მარტოს შემესრულებინა ეს როლი მაინც.. მინდოდა მესამოვნებინა ადამიანი იმით, რაც შემიძლია გადმოვცე და აღვბეჭდო.. და ასე დაღლამდე..
ჩემი ფიქრები ახლა ტკბილია.. თითოეული სიტყვაც კი ცვლის მათ გემოვნებას.. ამჟამად ასე მოხდა.. არ მიყვარს, მართლა არ მიყვარს ჩემი ასეთი მდგომარეობა.. იმიტომ, რომ არაფრისმომცემია... იმიტომ, რომ უაზროდ ვარ ჩაძირული ამ ტალღებში, გამოსვლასაც კი არ ვცდილობ..ის წუთიერ ტკბობა მირჩევნია, ალბათ, იმ მარადიულ ერთფეროვნებას.. მაგრამ ყველაფერს აქვს დრო, შეხედულება, გახსენება, დავიწყება....
იმედია, სამომავლო რეალობა აბსოლუტურად შეცვლის "ამ აწმყო რეალობას" და დაველოდები მეც ამას... ისევ ასე, ისევ ბევრი ფიქრებით...

2 comments:

  1. იმედია სამომავლო რეალობაში უკეთ იგრძნობ თავს.. იმააზე ბეეევრად უკეთ,ვიდრე წამიერ არარეალურში,წამიერ წარსულში.. :)

    ReplyDelete
  2. ჰოო, იმედია დამღლის ოდესმე ეს "წარსულრეალობაში" ცხოვრება.. :*

    ReplyDelete