Saturday, January 26, 2013

ესს....



შენ მკითხე :
- ახლა რა გინდა ყველაზე მეტად?
მე: ალბათ, უფრო ის, რასაც შენ მომიფიქრებ..
ის: ეგ როგორ?
მე: ჩვეულებრივ..
(შენ გაჩუმდი და ისევ მე დაგიმატე როგორც ყოველთვის რომ..)
მე: რაიმე ისეთი, რაც არასდროს დამავიწყდება.. ყველაზე განსაკუთრებულად, ყველაზე თბილი და კიდევ უფრო ტკბილი...

დიალოგი გაგრძელდა იმაზე საუბრით და იმის გაგებით, თუ რას მოვითხოვდი, მაგრამ ყველაფერი მალევე დასრულდა..
გავიდა ერთი დღე, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და დაიკარგა...
არ დამწყდა გული, მივეჩვიე ამას და.. უბრალოდ დროს ველოდებოდი... ასეთი დღეები ყველაზე "ფიქრიანია" . . ვერ ისვენებ, ფიქრობ ძალიან ბევრს.. ინტერესი და ფიქრი ისე ირევა ერთმანეთში, რომ ვეღარ ხვდები საით წახვიდე.. ამ დროს უბრალოდ უნდა გაჩერდე, ან დაელოდო..

ხან წვიმდა, ხან მზე იყო.. დღეები უბრალოდ გადიოდა.. ზოგჯერ ჩანდი, ზოგჯერ არა...
___________
"მირეკავ"
მე: ჰო..
შენ: სად ხარ?
მე: სახლში მივდივარ..
შენ: შეგიძლია მნახო?
მე: არ ვიცი, ალბათ, თუ მოვახერხებ.. გვიანია უკვე
შენ: მოიფიქრე რამე, შეეცადე აუცილებლად..
მე: რამე ხდება?
შენ: უბრალოდ მინდა, რომ მნახო.. გელოდები.
მე: შევეცდები, დაგირეკავ.
....
მივედი და  არცერთ ზარს არ პასუხობს.. გავბრაზდი, რა თქმა უნდა, ძალიან გავბრაზდი..  დავჯდექი და ვფიქრობდი რა სულელი ვარ-თქო..და რეკავს..
ის: კიბეებზე ამოდი..
მე: რატო? სად ხარ? რა ხდება?
ის: დამიჯერე და ამოდი..
მე: შენ ჩამოდი, არ ვიცი რას ამბობ და არც ის ვიცი სად ავიდე..
ის: ჩემი სადარბაზოს კიბეს ბოლომდე ამოუყევი და ზემოთ მნახავ.
მე: ?

მივდივარ და ცოტა მეშინია, არ ვიცი რა ხდება, არც მიხსნის და თავში ათასი რამ მიტრიალებს..
მობილურზე შეტყობინება : მოდი, გელოდები..
ავედი და დამხვდა ბოლო კიბის თავში, რატომ იღიმოდა არ ვიცოდი.. ათასი შეკითხვა დავუსვი სანამ ბოლო 10 საფეხური ავიარე და ყველა უპასუხოდ..
ცხრა.. ათი.. მოვიდა და ჩამეხუტა.. მე ისევ ვცდილობდი პასუხის გაგებას და თვალები დამახუჭინა.. მითხრა, რომ უბრალოდ გავყოლოდი მას და საშიში არაფერი იქნებოდა.. ვერ ვხედავდი სად მივდიოდი და სად მივყავდი.. ჰაერი ვიგრძენი და მივხვდი, რომ გარეთ ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო მიწაზე.. მუსიკის ხმა გავიგე.. იმ მშვიდი მუსიკის, რომელიც ყველაზე ტკბილია ყველაზე თბილის დროს.... ჩუმად მივყვებოდი და ველოდებოდი მის სიტყვებს.. მითხრა გაახილეო და წინ იდგა...

გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა და ამ მდგომარეობაში ვათვალიერებდი გარემოს.. ეს იყო ყველაზე საოცარი, ყველაზე სასიამოვნო და ყველაფერი რაც ასეთ სიტუაციას შეეფერება.. ან უნდა შეუფერო..
ჩვენ ვიყავით სახურავზე, რომელიც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ჩემს ოცნებაში.. ყველაფერი იყო საოცრად მყუდრო.. 'კომფორტული' ზედმეტია ამისთვის..ერთი სიტყვით ვერ ვასახელებ... თქვენი თვალით უნდა ნახოთ..
შენ იღიმოდი, რაც მე უფრო მათბობდა.. იქ ციოდა.. ჩაის სუნი მეცა, ის იმ დროს ისეთი არომატული იყო, როგორც არასდროს..
ის: შაქარი რამდენი?
მე : ორი.. ხელით ვაჩვენე..
მე ისევ ვიდექი და გაოცებული ვიყავი ყველაფრით.. ღამე იყო, მაგრამ საოცრად ნათელი მთვარის შუქით.. რამდენიმე წუთი გაშტერებული ცას ვუყურებდი და მიხაროდა... მიხაროდა ის, რომ ზუსტად ამ დღეს, ამ დროს და ამ წამს დაემთხვა ცა.. ასეთი ლამაზი... დიდი მთვარით და გადაჭედილი ვარსკვლავებით..
მითხრა მოდი დაჯექიო და პლედზე დავჯექი.. ჯერ კიდევ ხმა არ მქონდა ამოღებული, მაგრამ, ალბათ, ყველაფერს ხვდებოდა თვალები ისე მიბრწყინავდა.. ჩაი მომაწოდა და ის ყველაზე გემრიელი ნაზუქი, რომელსაც ვნატრულობდი... მუსიკა არ ჩერდებოდა, მთავრდებოდა და იწყებოდა ახლიდან, არც გვბერზდებოდა.. ცოტახანი ვუყურებდი მას და მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.. ვცდილობდი ეს მყუდროება არ დამერღვია ჩემი სიტყვებით..ან ვცდილობდი მეპოვნა შესაბამისი სიტყვათა მყარი შეთანხმებები, რომლებიც იმას აღწერდა რასაც ვგრძნობდი..
ამის სანაცვლოდ ლოყაზე ვაკოცე.. ეს იყო ყველაზე ტკბილი, ყველაზე თბილი იმ კოცნებს შორის, რომელიც ოდესმე ყოფილა...
იღიმოდა და ვივსებოდი მისი ღიმილით... კუთხეში იყო უცნაური ფორმის, მაგრამ ძალიან ლამაზი სანთლები, რაც მეხმარებოდა მთვარის შუქთან ერთად მისი სახის უკეთ დანახვაში... ვაპირებდი მეკითხა სად იყო, რატომ მე.. ეს ყველაფერი, ან მინდოდა მიმეღო რაიმე, რაც ცოტა ხნით ისევ გამაჩუმებდა და აღარ მოუწევდა ჩემი მოსაბეზრებელი კითხვების მოსმენა.. გაეცინა და ჩამეხუტა.. "ზოგჯერ დრო გვჭირდება და მარტო ყოფნა იმის გასაცნობიერებლად, რომ გავიგოთ რა გვინდა და რა გავაკეთოთო..." მეც სათქმელი არაფერი დამიტოვა თავისი მოკლე წინადადებით..
მუსიკა გველაპარაკებოდა თავისი ტექსტებით,  ცა ჩვენს გარშემო იყო.. მე მის მხარზე მედო თავი, ყელთან ახლოს, მის ტკბილ სურნელში, მის სითბოში.. მისი სუნქვა იმ მომენტში ყველაფერი იყო ჩემთვის...
ჩანდა თითქოს უბრალო, მაგრამ ეს უბრალოება ისე აიდეალურებდა იმ ყოველივეს, რომ საკმარისზე მეტი იყო...!
ბედნიერი ვიყავი ვბრწყინავდი..
მიხაროდა..
ვ-ხარობდი...
გ-ხარობდი..
მეფერებოდი ჩემს პატარა სახეზე შენი გრძელი, ლამაზი თითებით და თბილი დიალოგებით.. არ მინდოდა დრო გასულიყო... არც იქით, არც აქეთ.. არც იმ მომენტის გარეთ.. არაფერზე მეფიქრებოდა.. არაფერი მინდოდა, იმით ვტკბებოდი, სადაც ვიყავი.. მე და შენ :)

Monday, January 21, 2013

ტვინგაყინული წარსულს ჩაბღაუჭებული ქართველი ერი




კომუნისტური წყობა მარად და ყოველთვის "ჩვენეულების" გონება-ცნობიერებაში !

როდის მივეჩვევით ეს ქართველი ხალხი, რომ მორჩაააააა..!!!! წარსული ჩაბარდა წარსულს და საჭიროა ვიცხოვროთ აწმყოთი.. ! აწმყოს უნდა შეეგუო  იმ სიახლეებით, რომელიც მოჰყვა მას და არ იყო დამოკიდებული წარსულიდან მოთრეული დამახინჯებული და ვიღაცების შეძახილებით დაპროგრამებული ადამიანების გონებით მიერ შექმნილ წესებზე და ჩვეულებებზე! მე, მაგალითად, მიყვარს თავისუფლება ზომიერების გარფლებში და არა ჩარჩოზე დალპობა, რასაც დღევანდელი ახალგაზრდობა-ც უკვე ვაკეთებთ.. რა ჩვენი ბრალია, მშობლებიდან ვართ ამას მიჩვეული... თითქოს ისეთ დროში ცოხვრობდნენ ისინი, რომ ყველას და ყველაფერს ყურადღება ექცეოდა, მაგრამ რომ ვუყურებ ჩვენ უფრო  ვართ ჩვენი გონებით "დაკომუნისტურებულები" ვიდრე ისინი !!!

შევეჩვიოთ იმას, რომ ხალხის აზრით თუ ვიცხოვრებთ "ვერ ვიცხოვრებთ" ამას ცხოვრება არ ჰქვია, როცა სულსაც კი მათ ვანდობთ.. რატო? როცა შეგიძლია საკუთარი კეთილდღეობისთვის ისე იცხოვრო, რომ არ აქცევდე ამ უმნიშვნელო დეტალებს ყურადღებას.. ყველაფერი საჭიროა შესაბამისი დოზით, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე?? ასე?? სულ ტალახში და სიბინძურეში ?! მარტივია, ძალიან მარტივი რომ ადგე და შედგე წიხლით ამ ყოველივეზე.. დაანგრიო ეს სტერეოტიპები და იცხოვრო რაღაც სიახლით.. ისეთით, რაც სხვებისთვის მისაბაძი იქნება.. უკეთესი რეალობისთვის, ადამიანობის უკეთ გაგებისთვის და ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის.. ძალიან ტვინგაყინული ერი რომ ვართ ეს ერთი, მაგრამ გაყინული წარსული უფრო გვყინავს და არავინ ფიქრობს "მოქმედებას".. ჰო, ჰო.. ამდენს გვაწვდის ქართული ლიტერატურა, ამდენს გვიჩიჩინებდა თუნდაც ილია და ვინმეს რამე შესდიოდა თავში? აუცილებელია, ალბათ, ადამიანი გადატყდე შუაზე რაიმეს რომ მიეპყროს სხვების ყურადღება, მაგრამ არც გადატყდომა და არც აწყობა უშველის ჩვენს გაუფერულებულ და გამხმარი წინაპრების გონებით ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას.. !!!

საწუწუნო არასდროს გველეოდა ქართველ ხალხს და ჰაერზე რომ არაფერი კეთდებოდა ეს ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ რას ველოდებოდით? აი, მე.. ამ ასაკში ვფიქრობ ძალიან ბევრ ისეთ საკითზე ჩემზე მეტად გონებაგახსნილს და ჩამოყალიბებულს რომ არ აწუხებბს.. ვერ დავიბრალებ მე "განსხვავებულობისკენ ვილტვი-თქო" მაგრამ არ შეგვიძლია დავივიწყოთ წარსული, რომელიც უკან გვათრევს... "გვითრევს" უკეთესი იქნებოდა !! აწმყო მომავალს შობს.. დიახ, არის შობილი წარსულის, მაგრამ ყველამ ვიცით ეს წარსული როგორია.. ყველა წუხს, წუწუნებს, წუწუნებს და არ მოქმედებს.. ასე რომ, ჩამოვყალიბდეთ.. არ გვაწყენდა.. საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ საკუთარი თავებისთვის და არა სხვების შეხედულებებით აწყობილი ქმედებებით. უბრალოდ ვაკეთოთ ის, რაც გულით გვინდა და არ ვიფიქროთ იმ მომენტში გარშემომყოფზე.. ამ შემთხვევაში უცხო პიროვნებებს ვგულისმხობ, რომელზეც მოქმედებს რატომღაც ჩვენი თითოეული ნაბიჯი, როცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს საპირისპიროდ აზროვნებენ.. ეს თავისუფლად  მეტყველებს ყველაფერზე !!

 საქართველოს და ქართველი ერის  სულიერი, ფიზიკური სტაგნაციიდან გამოსაყვანად საჭიროა ალბათ, მძლავრი (ნუ ჩვენთვის ყველაზე ძლიერი)  და თანაც "მოდერნიზებული" მსოფლმხედველობა !!! ეს ქვეყანა ამის გარეშე ვერასდროს ვერ განვითარდება სწორი გზით თავისივე პატარ-პატარა დაპროგრამებული, გონებაგათიშული, ჩაშავებული, უმოქმედო "ადამიანებით" !!

Sunday, January 13, 2013

ისევ ფიქრი..



დიდი ხანია არსად გავსულვარ.. ამ გასვლაში, რა თქმა უნდა, მარტო ყოფნას ვგულისხმობ საკუთარ თავთან და ფიქრებთან.. მინდოდა ის გამეკეთებინა, რასაც აქამდე ვაკეთებდი.. არ მბეზრდებოდა არცერთი ნაბიჯი და არცერთი ფიქრი, არცერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივი იყო.. დამიჯერეთ, რომ რთული იყო..ძალიან!
არ მიყვარს ხანდახან როცა მზეა.. მზეს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ამ სეზონზე არ მსიამოვნებს ზოგჯერ მისი სტუმრობა.. ჰოდა, სწორედ დღეს რომ ჩაიმალა მაშინ მომინდა მარტო ყოფნა, იმ გზას გავყოლოდი, რომელსაც ხშირად მივუყვებოდი და ვმშვიდდებოდი.. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ რაღაც მომენტში მომიწია გარეთ გასვლა და ზუსტად ის 5-10 წუთი გადავაქციე (უფრო სწორედ შევეცადე,რომ გადამექცია) იმ დროდ, რა დროც მჭირდებოდა იმისთვის, რომ მესუნთქა..მარტოს, ჩემთვის.. ჩემი მუსიკით და აწ უკვე ბევრჯერ ნაფიქრი ფიქრებით..
დაღამდა და ცას რომ ავხედე გამეღიმა.. ვარსკვლავები იყო.. ერთი განსაკუთრებით ანათებდა და დამყურებდა თავზე.. არ ვიცი, ალბათ, რამის თქმა უნდოდა, მაგრამ დრო არ მქონდა მოსმენის.. დრო არ მქონდა იმის, რომ დავმჯდარიყავი და დიდხანს მეყურა.. სამაგიეროდ, გონებაში გაჩნდა ფიქრები,რომლის განხორციელებაც მომინდა.. მინდოდა სითბო, ამაღლებული ადგლი, თბილი პლედი, ჩაი თერმოსით, ნაქსოვი სამოსი და "თბილი" გარემო ტკბილი დიალოგებით...მინდოდა მელაპარაკა ბევრი, მომეყოლა მისთვის უკვე მობეზრებული ან ბევრჯერ მოსმენილი ამბები.. გამემხილა ახალი ფიქრები და წარმოდგენები.. წამეკითხა "ჩემი ჩანაწერები," თუნდაც მარტოს შემესრულებინა ეს როლი მაინც.. მინდოდა მესამოვნებინა ადამიანი იმით, რაც შემიძლია გადმოვცე და აღვბეჭდო.. და ასე დაღლამდე..
ჩემი ფიქრები ახლა ტკბილია.. თითოეული სიტყვაც კი ცვლის მათ გემოვნებას.. ამჟამად ასე მოხდა.. არ მიყვარს, მართლა არ მიყვარს ჩემი ასეთი მდგომარეობა.. იმიტომ, რომ არაფრისმომცემია... იმიტომ, რომ უაზროდ ვარ ჩაძირული ამ ტალღებში, გამოსვლასაც კი არ ვცდილობ..ის წუთიერ ტკბობა მირჩევნია, ალბათ, იმ მარადიულ ერთფეროვნებას.. მაგრამ ყველაფერს აქვს დრო, შეხედულება, გახსენება, დავიწყება....
იმედია, სამომავლო რეალობა აბსოლუტურად შეცვლის "ამ აწმყო რეალობას" და დაველოდები მეც ამას... ისევ ასე, ისევ ბევრი ფიქრებით...

Sunday, December 30, 2012

დიალოგი..



David Gray - Be Mine
"თექვსმეტი"
ის: იცი თმა როგორ გიხდება?
მე: ჰოო? მართლა მიხდება?
ის: კი, ძალიან მომწონს..
მე: აუ, რა კარგია..
ის: იცი, შენზე მეტადაც კი მომწონს..
მე: აუ, მიხარია..
ის: აღარასდროს გაიზარდო..
მე: არ მეგონა ასე თუ მომიხდებოდა..
ის: რა ტკბილი ხარ
მე: უსიტყვოდ..
ის: მოდი აქ
მე: არა..
ის: მოდი აქ-თქო.
მე: არა!
ის: მეტჯერ აღარ გეტყვი..
.....
ის: ეს ნიკაპი ჩემია.. (კოცნა)
მე: (რა ტკბილი სუნი აქვს..)
ის: შენც ჩემი ხარ..
მე: (რა თბილია მისი კანიც..)
ის: ვაიმე, ვაიმე...
მე: ღიმილი, ისევ კოცნა..
ის: შენ ჰომ ვერ წარმოიდგენ რა ძალიან მაგარია!
მე: ისევ ტკბილი კოცნა..

Friday, November 16, 2012

დავთმობ ყველაფერს..

ალბათ, პატარა დროითი რღვევაც დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში იმის გასაცნობიერებლად, თუ რა გვინდა, რას გავაკეთებთ, ან რისი სურვილი გქვონდა, რომ გაგვეკეთებინა. უფრო ჩამოყალიბებულს გვხდის, ცნობიერებას ცვლის და ახალი შემართებით ვიწყებთ იმას, რაც ძველი შესაძლებლობებით არ შეგვეძლო. მგონია, რომ წარსულში ვბრუნდები. თითქოს იქ ვარ, იმ რეალობაში, რომელიც იწყებოდა და ვერ გეტყვით, რომ დასრულდა. თითქოს მესმის და თან არ მესმის რა ხდება. არც გაურკვევლობას დავაბრალებ ამას იმიტომ, რომ არ ვიცი. არც მინდა ამით დვაინტერესდე და ფაქტებს ჩავეძიო. ზედაპირულად ვტკბები არარსებული რეალობით.
მომენტალურად მიჩნდება სურვილი მოვწყდე გარემოს შევიქმნა ამ რეალურ სამყაროში ისეთი არარეალური გარემო, სადაც მარტო ვარ, სადაც ვფიქრობ ისე, რომ ყველგან ხარ. დღეს ვლაპარაკობდი, სიტყვებს სიტყვებს  ვაყოლებდი და იმ აზრამდე მივედი, რომ მოავალს ახლებურად უნდა მოვეპყრო. აწმყოზე არც მიფიქრია, მხოლოდ დღევანდელზე შემიძლია ვიფიქრო რეალურად და "ხვალ" უკვე ჩემია.. არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რა ფორმით.
დავთმობ სიტყვებს, დავთმობ მოგონებებს, დავთმობ იმას, რაც მნიშვნელოვანია, ამ ქსელებს,დღევანდელობას, სამყაროს გამონაკლისებით, რომ ისეთ გარემოში ვიყო, სადაც არ შემაწუხებს ყოველდღიური მოქმედებები, გარე პიროვნებები... დარჩება მხოლოდ ის, რაც მსიამოვნებს, მხოლოდ ის, რაც მამშვიდებს და მეყვარება. დამრჩება ცოტა, ძალიან ცოტა..
 11:11-ს ვუყურებ და ვემთხვევი ხშირად ერთი სურვილით.. ამბობენ ასრულდებაო. მინდა ეს რიცხვი იმ რიცხვს უკავშირდებოდეს, რომელიც ე.წ ბედნიერი ციფრია.. შვი-დი.. ორისა და ხუთის ჯამი, რომელსაც ერთად თუ დავწერთ ოცდახუთია. ესეც მნიშვნელოვანია იმ სამყაროში, რომელშიც მე ვარ და ამ სამყაროსვე აკლია რაღაც.. ტკბილი სურნელი, ოდნავ სითბო და მშვიდი ქაოსი.

Saturday, November 3, 2012

ძრწოლა..


აი, ის ისტერიული კანკალი ძრწოლის დროს რომ გვაქვს. თითქოს ძრწოლაა და თან არ არის იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირებ იმ შეგრძნებებს, რომელიც ახლა ჩემშია, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა და დასახელებადაც შეეფერება.
თითქოს ვმალავ მიზეზს, თითქოს არ მწყინს გარემოებიდან მოსული სიახლეები, მაგრამ რეალობას ნამდვილად ვერ გავექცევი ! ერთს მიხვედრილი ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ სანამ ძალას არ დაგვატანენ, რა თქმა უნდა, იქამდე ვერაფერს შევიგნებთ. ჰოდა, ამ ძალდატანებამაც რაღაც შემაგნებინა, ფაქტობრივად! ეს არ არის წყენა, არც რაღაც მსგავსი.. უბრალოდ იმ სიახლიდან მოსულმა ემოციებმა, რაც უფრო გაღიზიანებას უკავშირდება, ისე გადაწყონა ყველანაირი შეგრძნებები ჩემში, რომ წყენისთვის ადგილი აღარ დამრჩა. არც მინდა, რომ დავტოვო. სულ მინდა განწმენდა და თავისუფლება. მხოლოდ სხივები და სიახლეები.
ცოტ-ცოტა კარგი არაფერი მაწყენდა. ვამაყობ საკუთარი თავით ამ წუთას.. ძალიან ვამაყობ და მიხარია! იმიტომ, რომ დავიღალე. აზრი არ აქვს შენს ადამიანობას და შენს ნორმალურ ქმედებას. საზოგადოების და კონკრეტულად პიროვნებების ქმედებებიდან გამომდინარე, თითქოს გეფიქრება, რომ შეცდომას უშვებ, არ ხარ სწორი და უაზროდ ეძებ გზებს ამ ფსევდო სისულელის გამოსასწორებლად. ვისთვის? რატომ? როგორ?
ალბათ, ამისთვის ყველაზე დიდი მიზეზი უნდა არსებობდეს, რომელსაც დამსახურება სიტყვაც მოუხდებოდა, მაგრამ ის არარაობა, რომელიც ადამიანია ცდილობს მიწა ისე გამოგაცალოს ფეხებიდან, რომ ამას ვერც ვამჩნევთ და შემჩნეულსაც აღარ ვიმჩნევთ.
არაფერი სჯობს ამ სიტუაციას. არაფერი სჯობს ჭკუის სწავლებას და იმ ჭირს, რომელიც მარგებელია. დროა გამოფხიზლების და გაღვიძების მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი მოდის.
ყველა ყველაში დარწმუნებული, ყველა საკუთარ თავში ჩახედილი და ადამიანობით გაჟღენთილები ვართ.. არამარტო ის, რომ ვართ.. უფრო გვგონია, რომ ვართ და ამას მიხედვა სჭირდება. ზოგჯერ, ჩვენს ქედმაღლობას და ამპარტავნებას პატარა სულების გაუებრობაში გახვევა შეუძლია, რასაც არ ვაქცევთ ყურადღებას. არარაობაა, საზიზღრობას თუ არ ვუწოდებთ ადამიანი და, ალბათ, ეს უფრო ხშირად უნდა გვახსოვდეს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის.

Tuesday, October 30, 2012

დღეს.


დღეს ქალაქი დუმდა. ისეთი სიმშვიდე იყო, თითქოს მე და "მზე" ყველაფრისგან მოწყვეტილები ვიყავით, ოღონდ "ყველაფრიან" სამყაროში. მოქმედება იყო მშვიდი.. ადამიანები გაუცხოვებულები დააბიჯებდნენ, რომლებსაც მანქანების ჩუმ-რბილი მოძრაობა უფრო უცნაურს ხდიდა.
დღევანდელი დღის გარემო ვერ იყო ისეთი, როგორიც, ალბათ, უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე და "მზემ" მაინც სასიამოვნოდ ჩავატარეთ! ერთმანეთს გრძნობებს ვუცვლიდით. აი, იმ გრძნობებს, რომლებსაც ნელ-ნელა ვსწავლობთ და ვეცნობით. სიტყვა-სიტყვებით ერთმანეთში გახვეული ბაასი.. ფიქრები, ისევ სიტყვები, დამთხვეული აზრები, შეგრძნებები და მათგან მომართული ღიმილი.. ყველაფერი ერთად სასიამოვნოა, რაც არ უნდა ტკივილიანი იყოს.
დიდ ფანჯარასთან ვისხედით მე და "მზე" აკრძალულ გარემოში უინტერესო ხედით, მაგრამ ჩვენთვითონ ვქმინდით ისეთ გარემოს, რომელშიც გარშემო არსებულ დეტალებს უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.....ეს ჩვენიდან ამოსული პატარა სიტყვები, სწრაფ-სწრაფად ერთმანეთში გაცვლილი წინადადებები და ამ სისწრაფეში მოსული გრძელი თითებით შექმნილი ლამაზი ფიქრები მრავლად იყო.
სხეულზე თქვენი ნათითურები გვასაუბრებდნენ და გვალაპარაკებდნენნ ლამაზ და დიდ ოცნებებზე. შეგრძნებებს ვანიჭებდით უპირატესობებს და არა მოქმედებებს.

დღეს "მზე" ღრუბლიანი იყო.